სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
Facebook
Twitter
linkedin
Google +
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2016

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG); ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (KEDEC); არბარითერ სამარიტერ ბუნდის (ASB) ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ – გაიმართება სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2016.

ფორუმის მიზანია სოციალურ მეწარმეებსა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის კავშირურთიერთობების გაღრმავება, ცნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ზოგადად, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. იხილეთ მეტი

სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური მეწარმეობის ცენტრი ეწევა სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ცენტრი დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის მართავს ტრენინგებსა და კონსულტაციებს. დამწყები სოციალური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსებს, ხოლო გამარჯვებულ ორგანიზაციებს საქმიანობის პროცესში ორგანიზაციულ, ფინანსურ, მარკეტინგულ და საკანონმდებლო საკითხებზე უწევს პერიოდულ კონსულტაციებს.

სოციალური მეწარმეობის ქართულ გარემოსთან უკეთ მოსარგებად ცენტრი მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, როგორც ადგილობრივ ისეცენტრალურ დონეზე. იხილეთ მეტი


 

სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის 2016 - 2018

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ პარტნიორობით, ახორციელებენ პროექტს „სოციალური მეწარმეობა  - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის 2016-2018“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტის მიზანია, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობით უზრუნველყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ უკეთ შეძლონ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება. იხილეთ მეტი

სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად

კონკურსის მიზანს წამოადგენს ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.იხილეთ მეტი

სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, დელისის I შესახვევი 5 ა.
ტელ: (995 32) 239 90 19;
ტელ./ფაქსი: (995 32) 239 90 18.
ელ. ფოსტა: social.enterprise.ge@gmail.com
facebook twitterLinkedIn google +
Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი