სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საწარმოს ლოგო

სოციალური საწარმო - ბიოველი

სოციალური საწარმო „ბიოველი“ შეიქმნა 2010 წელს ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ფარგლებში.

„ბიოველი“ ბიოფერმერებს ეხმარება მოწეული ორგანული პროდუქტის ლიცენზირებაში, დაფასოებასა და რეალიზაციაში-სასაქონლო ფორმის მიცემაში.

სოციალური საწარმოს მისია

ბიოფერმერებისთვის პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობების გაზრდა.

სოციალური საწარმოს მიზანი

სოციალური საწარმო მიზნად ისახავს ბიოფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციო ფორმის მიცემას და გაყიდვების ხელშეწყობას ბიოფერმერთა შესაძლებლობების ზრდისთვის.

სოციალური საწარმოს პროდუქცია

სოციალური საწარმო მომხმარებელს სთავაზობს ფერმერთა მიერ მათ მეურნეობებში წარმოებულ სხვადასხვა სახეობის ბიოპროდუქტებს, კერძოდ:

  • ბოსტნეული;
  • ჩაი;
  • მჭადის ფქვილი;
  • ღერღილი;
  • პარკოსნები (მივიწყებული კულტურები);
  • თაფლი;
  • სუნელები;
  • ძმარი;
  • ზეთი;
  • ღვინო.
  • ყველი;
  • გლეხური შაშხი;
  • ფეტვი;
  • სელი;
  • ჭვავი;
  • მესხური წითელი დოლი.

სოციალური შედეგები

  • სამუშაო ადგილების შექმნა მარგინალური ჯგუფებისათვის
  • ქალთა ჯგუფების შექმნა და მათ მიერ მოყვანილი მივიწყებული კულტურების აღორძინებით შემოსავლების გაზრდა
  • ტრადიციული პროდუქტების ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში

საკონტაქტო ინფორმაცია

  • დათო დოლიძე
  • biovalley@elkana.org.ge
  • 591195505
Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი