სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საწარმო - ეტლების საწარმო

„ეტლების საწარმო“ დაფუძნდა 2009 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ მიერ.

კოალიცია აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის ყველა კატეგორიაზე მომუშავე ორგანიზაციას და ამჟამად მის შემადგენლობაშია 28 არასამთავრობო ორგანიზაცია.

„ეტლების საწარმო“ საქართველოში პირველი ადგილობრივი საწარმოა გადამზადებული პერსონალით, რომელიც აწარმოებს ეტლებს, მანქანის ხელით სამართაი სისტემებსა და სხვადასხვა ზომის, პორტატულ და ელექტრო პანდუსებს.

სოციალური საწარმოს მისია

თანაბარი გარემო–პირობების შექმნის გზით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურ პროცესებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის ხელშეწყობა.

სოციალური საწარმოს მიზანი

სოციალური საწარმო მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  (ეტლით მოსარგებლე) პირების დასაქმებას, მათ რესოციალიზაციასა და ეტლების დამზადებას ყველა ასაკის, დიაგნოზის და საჭიროების მქონე პირისთვის.

სოციალური საწარმოს პროდუქცია

სოციალური საწარმო მომხმარებელს სთავაზობს:

  • მექანიკურ ყველგანმავალი და ელექტრო ეტლებს;
  • პორტატულ პანდუსებს;
  • ხელით სამართავ მოწყობილობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
  • დამხმარე საშუალებებს, როგორებიცაა გვერდის დამჭერი, თავის დამჭერი, მენჯის ღვედი.

სოციალური შედეგები

  • ეტლების საწარმოში დასაქმებულია 16 ადამიანი, მათგან 10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია;
  • საწარმო თვეში 1500-ზე მეტ აქტიური ტიპის სპეციალურ ეტლს და შშმ პირებზე ინდივიდუალურად მორგებულ პროდუქციას აწარმოებს;

საკონტაქტო ინფორმაცია

  • გიორგი ძნელაძე

    (+995) 599 979449

    giorgidzneladze1@gmail.com

       

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი