სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საწარმო - დღის ცენტრი - „სოციალური თერაპიის სახლი” -დაფუძნდა 1990 წლის 5 მაისს ორგანიზაციის მიერ "კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ". სოციალურ საწარმოში სრულ შტატზე დასაქმებულია 25 თანამშრომელი. დღის ცენტრით კი 55 ბენეფიციარი სარგებლობს.

სოციალური საწარმოს მიზნებია:

  • ერთობების შექმნის პროგრამა:

შრომითი და საცხოვრებელი ერთობების შექმნა, რომლებიც ხელს უწყობენ განვითარების შეფერხების მქონე ახალგაზრდებისა და ზრდასრულების ინდივიდუალურ განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციას მათი ჩართვით შრომით, მხატვრულ და კულტურულ აქტივობებში

  • კადრების  აღზრდის პროგრამა:

სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ  უნარი  სოციალურ-თერაპიული  მიდგომიდან გამომდინარე იურთიერთონ და იშრომონ განვითარების შეფერხების მქონე ზრდასრულებთან.

  • საზოგადოებასთან  ურთიერთობის  პროგრამა:

განვითარების შეფერხების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

საწარმოს პროდუქცია / მომსახურება:

სოციალური საწარმო მომხმარებელს სთავაზობს: სანთლის, ხის, თექის და ქაღალდის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ დეკორატიული ნივთებს.

ასევე, სოციალური თერაპიის სახლი მომხმარებელს სთავაზობს ტექსტის აკრეფა-დიზაინ-დაკაბადონებას, ფრლაერებისა და კატალოგების ბეჭდვას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: თორნიკე რაზმაძე

საკონტაქტო ნომერი: (+995) 558 13 22 41

ელექტრონული ფოსტა: tornikerazmadze90@gmail.com

ვებ-გვერდის მისამართი: www.apnsc.ge

ფეისბუქ გვერდის მისამართი: APNSC Dayhome (სოციალური თერაპიის სახლი)

სოც საწარმოს მისამართი: თბილისი, ძმები უბილავების N 8

 

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი