სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საწარმო - არბო

სოციალური საწარმო „არბო“ შეიქმნა 2010 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივა - თბილისის“ ფარგლებში.

საწარმოს სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან „არბერ“, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც  ხე. 

სოციალური საწარმოს მისია

პრობაციონერების, პენსიონერების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა.

სოციალური საწარმოს მიზანი

სოციალური საწარმო მიზნად ისახავს სრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობას, ასევე, პრობაციონერებისა და პენსიონერების დასაქმების ხელშეწყობას ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებისა და კონსტრუქციების წარმოების საშუალებით.

სოციალური საწარმოს პროდუქცია

სოციალური საწარმო მომხმარებელს სთავაზობს ანტიალერგიული და ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო ინვენტარს:

  • სათამაშო კონსტრუქტორებს;
  • ფაზლებს;
  • ავეჯს და ეზოს სათამაშო სპორტულ კომპლექსებს.

სოციალური შედეგები

  • საწარმოში დასაქმებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და პენსიონერები;
  • დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება მზარდია.
  • წარმოებული პროდუქცია უსაფრთხოა ბავშვებისთვის, არ აზიანებს მათ ჯანმრთელობას

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ალეკო პოლოლიკაშვილი

    (+995) 599640020    

     arbo.tbilisi@gmail.com     

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი