სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საწარმო - წნული

2016 წელს, კასპის შშმ პირთა კავშირის  ბაზაზე დაფუძნდა სოციალური მისიის მქონე საწარმო „წნული“, რომელმაც საქმიანობა მკაფიო მიზნებითა და აქცენტებით დაიწყო. საწარმო დასაქმებულ  ბენეფიციარებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ სამუშაო სივრცეს. შშმ პირთა სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიური ჩართულობა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება  საწარმოს მთავარი ორიენტირია. 

სოციალური საწარმოს მისია

სოციალური საწარმოს მისიაა კასპის რაიონში მცხოვრები შშმ პირებისთვის პროფესიული განათლების უზრუნველყოფა, მათი სამუშაო უნარების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა. 

სოციალური საწარმოს მიზანი

  • პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა ადგილობრივი შშმ პირებისთვის;
  • ადგილობრივი შშმ პირების დასაქმება და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • დასაქმებული ბენეფიციარების სამუშაო უნარების განვითარება და მათზე მორგებული სამუშაო პირობების შექმნა;
  • სამოქალაქო საზოგადოებაში შშმ პირების აქტიური ჩართულობის და ინტეგრაციის ხელშეწყობა;

სოციალური საწარმოს პროდუქცია

საწარმო ბუნებრივად მოპოვებული რესურსისგან (ნედლეულისგან) ამზადებს არქაული ტიპის აქსესუარებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ინტერიერსა და ექსტერიერზე გათვლილ პროდუქციას. ეს არის ტრადიციულისა და თანამედროვე დიზაინის კომბინაცია, მორგებული ყველა თაობისა და გემოვნების მომხმარებელზე, რაზეც ნაწარმის ნაირსახეობა და ფართო არჩევანიც მეტყველებს.

ამ ეტაპზე საწარმოში მზადდება რამოდენიმე სახის დაწნული პროდუქცია.

სამომხმარებლო ნივთები:

  • თეფში;                                                                               
  • სახილე;                     
  • კალათი;                                                                                 
  • სუნდუკი;
  • სანათი;                                                                                                                      
  • სკივრი;                                                              
  • გოდორი.                         

საწარმოში ასევე მზადდება განსხვავებული ინტერიერის ნივთები და ავეჯი.

სოციალური შედეგები

  • „წნული“  თავისი კონცეფციით ეხმარება საზოგადოებას სტერეოტიპების დამსხვრევაში, რომელნიც ხელს უშლიან სამოქალაქო სექტორის განვითარებას, საზოგადოებრივ კულტურას;
  • "წნულმა“ თავისი არსებობითა და უკვე მიღებული შედეგებით დაამტკიცა, რომ არსებობს შეზღუდული გარემო, და არა შესაძლებლობები;
  • საწარმომ ადგილობრივ შშმ პირებს წნული პროდუქციის დამზადების ტექნიკები შეასწავლა და გადამზადებული პირებიდან 5 ბენეფიციარი დაასაქმა. 

საკონტაქტო ინფორმაცია

  • დავით პარკაძე
  • tsnuli.ts0@gmail.com
  • Facebook.com - წნული • Tsnuli
  • +995 551 77 37 74
Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი