სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საწარმო - ერთად

სოციალური საწარმო „ერთად“ დაარსდა 2012 წელს  საზოგადოებრივი ორგანიზაციის „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ ფარგლებში, რომლის დამფუძნებლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან.

სოციალური საწარმო „ერთად“ აწარმოებს სვანურ მარილს „ზესხო“ და ინკლუზიურ სამუშაო გარემოში ასაქმებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. სოციალური საწარმო განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს, ეს საწარმოს მისცემს შესაძლებლობას გაზარდოს მიღწეული სოციალური შდეგები, წარმოება და შემოსავალი, რომელიც მთლიანად მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სოციალურ ინტეგრაციას და ამ მიზნით დაგეგმილ აქტივობებს.

სოციალური საწარმოს მისია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობა, თვითრეალიზაციის მხარდაჭერა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სოციალური საწარმოს მიზანი

  • შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა ინკლუზიურ გარემოში;
  • ორგანიზაციის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა;
  • ქართული ტრადიციული პროდუქციის წარმოება/პოპულარიზაცია.

სოციალური საწარმოს პროდუქცია

სოციალური საწარმო მომხმარებელს სთავაზობს ქართულ ნატურალურ პროდუქციას.

„ერთად“ აწარმოებს სვანურ მარილ „ზესხოს“, განვითარების ახალ ეტაპზე კი იგეგმება საწარმოს პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და შემდეგი პროდუქციის წარმოება:

  • აფხაზური და მეგრული აჯიკა;
  • ბაჟის, ლობიოს და ხარჩოს სუნელები.

სოციალური შედეგები

  • შშმ პირთა გადამზადება და დასაქმდება ინკლუზიურ სამუშაო გარემოში;
  • მუდმივად და სეზონურად დასაქმებული 5 შშმ ქალი, 2 შშმ კაცი;
  • შშმ პირთა ორგანიზაციის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა;
  • მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტის წარმოება;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა მსგავს საკითხებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • გიორგი ალავიძე

    მობ: 591224460

    E-mail: zeskho.ge@gmail.com

       

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი