სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საწარმო - იკორთა

ორგანიზაციის „უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში, რომელიც წეროვანის დევნილთა დაახლებაში ოპერირებს, 2011 წელს შექმნა  ტიხრული მინანქრის სოციალური სახელოსნო „იკორთა“. სოციალური საწარმო ქმნის  სამოქალაქო და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში.

სოციალური საწარმოს დაფუძნების იდეა 2008 წლის ომის შემდგომ საქართველოში დევნილთა რაოდენობის ზრდამ და წეროვანის დევნილთა დასახლების შექმნამ განაპირობა.

საწარმოდან მიღებული შემოსავლები ხმარდება ორგანიზაციის სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას ქალთა და ახალგაზრდების განვითარების მხარდასაჭერად. 

სოციალური საწარმოს მისია

ახალგორიდან და ცხინვალიდან დევნილი ქალბატონების დასაქმება, ტრადიციული რეწვის დარგის პოპულარიზაცია და სოციალური საწარმოს მდგრადობის უზრუნველყოფა.

სოციალური საწარმოს მიზანი

  • ტრადიციული ქართული მინანქრის ტექნიკის პოპულარიზაცია;
  • დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმება;
  • საწარმოდან მიღებული შემოსავლის რეინვესტირება ორგანიზაციის მისიაში.

სოციალური საწარმოს პროდუქცია

იკორთა მომხმარებელს სთავაზობს ტრადიციული ქართული მინანქრის ტექნიკით შესრულებულ ვერცხლის სამკაულებისა და ნაკეთობების ფართო არჩევანს, კერძოდ შემდეგი სახის პროდუქციას:

  • ბეჭედი;
  • საყურე;
  • გულსაკიდი;
  • პერანგის სამაგრი;
  • ბროში;
  • სამაჯური.

საწარმოში განვითარებულია კორპორატიული დაკვეთების სერვისი.

სოციალური შედეგები

  • საწარმოში დასაქმებულია დასაქმებულია 12 იძულებით გადაადგილებული ქალი, რომელთათვისაც დასაქმების ალტერნატიული ფორმა ამ დროისთვის მიუწვდომელია;
  • დასაქმებულთა ანაზღაურება ძირითადად მზრდადია;
  • საწარმოდან მიღებული მოგებით ორგანიზაცია ახორციელებს პროფესიული გადამზადების ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს;
  • საწარმო სტაბილურად ვითარდება და მოგების რეინვესტირებას ბიზნესსა და სოციალურ მიზანში ახდენს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნანა ჩქარეული

    (+995) 599410250

     nanachkareuli@gmail.com     

       

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი