სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საწარმო - იკორთა

იკორთასოციალური საწარმოს შექმის ისტორია/დამფუძნებლები

სოციალური საწარმო ”იკორთა” დაფუძნდა 2011 წელს ორგანიზაცია ”უკეთესი მომავლისთვის” მიერ.

საწარმოს სახელი სიმბოლურად უკავშირდება გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ტაძრისა და იმ სოფლის სახელს, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს იქნა ოკუპირებული. საწარმო წეროვანში მდებარეობს, სწორედ აქ გადმოსახლდნენ იძულებით გადაადგილებული პირები. სოციალურ საწარმოში დასაქმებული ადამიანებიც დევნილები არიან.

საწარმოს მიზანი

საწარმოს მიზანია ახალგორიდან და ცხინვალიდან დევნილი ქალების დასაქმება, ტრადიციული რეწვის დარგის პოპულარიზება და სოციალური საწარმოს მდგრადობის უზრუნველყოფა.

წარმოებული პროდუქცია

სოციალური საწარმო მომხმარებელს სთავაზობს ხალხური რეწვის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების საფუძველზე შექმნილ მინანქრის სამკაულებს (საყურე, ბეჭედი, გულსაბნევი, გულსაკიდი, ჯვარი, სამაჯური) და ტექსტილს (ნაქარგობები და შალები).

სოციალური საწარმო წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად სხვადასხვა ტიპის გამოფენებსა და ღონისძიებებზე ახდენს.  „იკორთას“ სამკაულებს და ტექსტილს ასევე ყიდულობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც საწარმოს ხშირი სტუმრები არიან.

სამკაულების ღირებულება დამოკიდებულია სამკაულის მასალასა და ზომაზე და ის 12 ლარიდან- 200 ლარამდე მერყეობს.

სოციალური საწარმოს არსებობის განმავლობაში მინანქრის სამკაულების გაყიდვების მაჩვენებლები მზარდია.

მინანქართან შედარებით ტექსტილზე მოთხოვნა მცირეა.

დასაქმებულები

სოციალურ საწარმოში დასაქმებულია ათამდე ადამიანი, მათი ნაწილიმუშაობს მინანქარზე ნაწილიც კი ტექსტილზე. მინანქრის სახელოსნოში დასაქმებულები მუშაობენ ყოველდღე, კვირა დღის გარდა 17:00- 23:00 საათამდე. ტექსტილის სახელოსნოში სამუშაო საათებით დატვირთვა განსხვავებულია და ის დამოკიდებულია შეკვეთების მოცულობაზე.

სოციალურ საწარმოში დასაქმებულების ანაზღაურება დამოკიდებულია გაყიდულ პროდუქციაზე.

სოციალური შედეგი

  •  საწარმოში დასაქმებულია ათამდე იძულებით გადაადგილებული პირი

ბიზნეს შედეგი

  • საწარმომ (ძირითადად მინანქრის სახელოსნოს საფუძველზე) მიაღწია ნულოვანიმოგების ნიშნულს, ანუ ის ახერხებს საკუთარი ხარჯების დაფარვას.

საკონტაქტო ინფორმაცია  

ნანა ჩქარეული

599 41 02 50

E-mail:nanachkareuli@gmail.comWEB:  www.ikorta.weebly.com

მისამართი: წეროვანის დევნილთა დასახლება. ქ.11. კოტეჯი 1624

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი