სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საწარმო - სათემო ორგანიზაცია

ათმო ორგანიზაცია “ლელი”:ლელი

ააიპ  სათემო  ორგანიზაცია “ლელი” 2007 წლიდან აქტიურად მუშაობს სოფლად მცხოვრებთა გააქტიურებასა  და  გაძლიერებაზე, ასევე სამოქალაქო  ცნობიერების  ამაღლებაზე. 

სოციალური  საწარმოს შექმნის  ისტორია/დამფუძნებლები:

სოციალური  საწარმო “ლელი” დაარსდა 2011 წელს სათემო ორგანიზაცია „ლელის“ მიერ, გელა თედეევისა და ნანა ნერსეზაშვილის ინიციატივით.

სოციალური  საწარმოს  დაარსება მისი  განვითარების  პოტენციურმა შესაძლებლობამ  განაპირობა, რაც თაფლის  მოთხოვნის მზარდ ბაზარსა  და სახელმწიფოს  მიერ  ამ  საქმიანობის  წახალისებას  გულისხმობს.

საქმიანობის  ფარგლებში  დაარსდა  სოციალური  საწარმო, რომლის  შემქნის  იდეაც  კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ  ლელიანში  მეფუტკრეობასა  და  თაფლის  წარმოებას  უკავშირდებოდა. იგი განაპირობა  შემდეგმა  ფაქტორებმა:

- ნატურალური  თაფლის  მოთხოვნის  ბაზარი  მზარდია

- ფუტკრის  მტვერი  ანაყოფიერებს  ნიადაგს  და  ზრდის  მოსავლიანობას  მცენარეულ  პროდუქტებზეც

- თაფლი არ იბეგრება სახელმწიფოს მიერ, შესაბამისად, მოგების დიდი ნაწილი ისევ “ლელის” მიზნების   განხორციელებას  მოხმარდება.

საწარმოს  მიზანი:

საწარმოს  მიზანია  სოფლად  მცხოვრებ  ახალგაზრდებში მეფუტკრეობის პოპულარიზება და სათემო ორგანიზაცია “ლელის” ფინანსური სტაბილურობის  უზრუნველყოფა.

საქმიანობის  აღწერა:

სოციალური საწარმო  მომხმარებლებს  სთავაზობს  ნატურალურ  თაფლს.

უხვი  მომოსავლიანობისა  და  მაქსიმალური შედეგისათვის  საწარმოს  დამფუძნებლები  პერიოდულად, საჭიროებისამებრ გადააადგილებენ  ფუტკრებს  ალაზნის  ველის  მიმდებარედ  როგორც მთაში, ისე - ბარში. აღნიშნული ხელს უწყობს  თაფლის  ხარისხის  გაუმჯობესებას და  მეტ  არომატულობას.

პროდუქცია იფუთება ერთჯერად შეფუთვებში და ის იყიდება ადგილზე. ერთი კილოგრამი ნატურალური თაფლის  ფასი  მერყეობს 10-20ლარის  ფარგლებში.

სოციალური  შედეგი:

- სოციალური საწარმოს დახმარების შედეგად, რამდენიმე ათეულ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა შეესწავლა მეფუტკრეობა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მათგანმა უკვე წამოიწყო დამოუკიდებელი საქმიანობა ფუტკრის მოვლისა და თაფლის წარმოების დარგში, რამაც ხელი შეუწყო მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას;

- სოციალური  საწარმო “ლელი” უზრუნველყოფს  სათემო  ორგანიზაცია “ლელის” ფინანსურ მდგრადობას;

 ბიზნესშედეგი:

სოციალური საწარმოს დაარსების დღიდან შეინიშნება გაყიდვების მზარდი ტენდენცია. პირველ ეტაპზე საწარმო სუბსიდირებული იყო სხვადასხვა ორგანიზაციიდან მოპოვებული გრანტების მეშვეობით, თუმცა, ამჟამად "ლელი” რამდენიმე ასეულ კილოგრამ თაფლს აწარმოებს როგორც სარეალიზაციოდ, ისე საქველმოქმედო მიზნებისთვის. შედეგად, სოციალური საწარმო ამჟამად სრულად ფარავს საკუთარ ხარჯებს და ფუნქციონირებს დამოუკიდებლად, სხვადასხვა  ორგანიზაციების  ფინანსური მხარდაჭერის გარეშე.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:

ნანა ნერსეზაშვილი; გელა  თედეევი

598 42 45 26; 599 18 78 21; 790 50 96 09

E-mail: nana.nerse@gmail.com

www.leli.ge

ბლოგი: http://leliblog.weebly.com/

მისამართი: კახეთი. ლაგოდეხისმუნიციპალიტეტი, სოფელილელიანი, #1 საბავშვო ბაგა-ბაღი, მე-2 სართული.

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი