სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საწარმო - კაფე-გალერეა

რეას ციყვებისოციალური საწარმო „რეას ციყვები“:

ქალთა კავშირ „რეას“ მიერ 2013 წელს დაარსდა სოციალური კაფე-გალერეა შპს „რეას ციყვები“.

კაფემ აქტიური ფუნქციონირება 2014 წლის დასაწყისში დაწიყო.

სოციალური საწარმოს სახელი ერთი მხრივ უკავშირდება ქალღმერთ „რეას“ სახელს, ხოლო მეორე მხრივ სიტყვა „რეაბილიტაციის“ სმენით ასოციაციას. რაც შეეხება სახელის მეორე ნაწილს - „ციყვები“, იგი სოციალური საწარმოსთან ახლოს მდებარე ბაღში ციყვების სიმრავლისა და კაფეში დასაქმებულების ინიციატივით დაემატა სახელს.

კაფე-გალერეა მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებისა და გააქტიურებისკენ, ასევე დაინტერესებულია მათი საზოგადოებაში ინტეგრაციით.

კაფე-გალერეა მდებარეობს სოლოლაკში, ჭონქაძის 29 ნომერში და დილის 11:00 საათიდან 23:00 საათამდე ემსახურება მომხმარებელს.

საწარმოს მიზანი:

საწარმოს მიზანია მენტალური შეზღუდვის მქონე პირების რესოციალიზაცია საზოგადოებაში, მათი დასაქმება და გააქტიურება, ასევე მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

საქმიანობის აღწერა:

კაფე-გალერეა „რეას ციყვები“ მომხმარებელს სთავაზობს რამდენიმე სახის საკვებ პროდუქციას: ლანჩის მენიუს, სალათებს, ტკბილეულს, ლაღიძის წყლებსა და როგორც ალკოჰოლურ, ისე არაალკოჰოლურ სასმელს. კაფის სამზარეულო ატარებს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კვების პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ კაფე-გალერეაში დიფერენცირებულია მწეველთა და არამწეველთა გარემო.

სოციალური შედეგი:

- საწარმოს ერთ-ერთი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმება, შესაბამისად, კაფე-გალერეაში დასაქმებულია მენტალური შეზღუდვის მქონე პირები, ისინი იღებენ შემოსავალს, ინტეგრირდებიან საზოგადოებაში და აქვთ უშუალო კომუნიკაცია კაფის მომხმარებლებთან;

- კაფეში დასაქმებულთა განრიგი მაქსიმალურად მოქნილი და კომფორტულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის;

- კაფე-გალერეაში დასაქმებულ მენტალური შეზღუდვის მქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ არა მარტო კაფის მომხმარებელთან, არამედ კაფის მიმდებარედ, მაცხოვრებლებთანაც ჰქონდეთ ახლო კომუნიკაცია, რაც კიდევ უფრო აღრმავებს და მნიშვნელობას სძენს საწარმოს მიზანს, მოახდინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების რესოციალიზაცია საზოგადოებაში. 

ეკონომიკური შედეგი:

- კაფემ ფუნქციონირების მოკლე პერიოდში მოახერხა მუდმივი მომხმარებლების შეძენა, ადგილობრივი მაცხოვრებლები ძალიან ხშირად სტუმრობენ სოციალურ საწარმოს;

- კაფის ამონაგები ყოველთვიურად ზრდად ტენდენციას ატარებს;

- კაფე-გალერეა ახერხებს დაფაროს საკუთარი ხარჯი და გავიდეს მოგებაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელისო რეხვიაშვილი

2 93 34 42; 2 98 61 71       

www.facebook.com/socialcafegallery

E-mail: else@caucasus.net    

WEB:  www.rhea.ge

მისამართი: თბილისი, ჭონქაძის 29 (ვილნიუსის სკვერის გვერდით)

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი