სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საწარმო არბო

არბო:

სოციალური საწარმო „არბო“ დაფუძნდა 2010 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივა - თბილისის“ მიერ.

იდეა ხის სათამაშოების წარმოების შესახებ ეკუთვნის ორგანიზაციის ლიდერთა ჯგუფს. საწარმოს პოტენციური წარმატების შესაძლებლობა განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა:

  • ბაზარზე მოთხოვნადია ხის ნატურალური მასალისგან, ეკოლოგიურად სუფთა საღებავებისა და ზეთებისგან დამზადებული სათამაშოები და ხის კონსტრუქციები;
  • ხეს აქვს დამამშვიდებელი ფუნქცია და უარყოფითი ენერგიის შთანთქვის უნარი
  • ბუნებრივი საღებავებით შეფერილი სათამაშოები არ აზიანებს მოზარდის ჯანმრთელობას, არ შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებებს და უსაფრთხოა აღზრდის პროცესში გამოსაყენებლად.

საწარმოს სახელი მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან „არბერ“, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც ხე.

საწარმოს მიზანი:

საწარმოს მიზანია პრობაციონერების, პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმება, ასევე, ბავშვებისათვის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების წარმოება.

წარმოებული პროდუქცია:

სოციალური საწარმო მომხმარებელს სთავაზობს საბავშვო ინვენტარს: სათამაშო კონსტრუქტორებს, ფაზლებს, ავეჯს და ეზოს სათამაშო სპორტულ კომპლექსებს.

ყურადსაღები ნიშაა ის, რომ პროდუქტი სრულიად ნატურალურ-ბუნებრივი, ანტიალერგიული და ეკოლოგიურად სუფთაა.

პროდუქციის რეალიზაცია ხდება საწარმოს Facebook-ის გვერდზე არსებული ფოტოკოლაჟითა და უშუალოდ ადგილზე მისვლით. წარმოებული პროდუქციის ღირებულება მერყეობს 11 ლარიდან 135 ლარამდე, თუმცა, ავეჯს და ეზოს გასართობ სპორტულ ინვენტარს ცხადია განსხვავებული ფასი აქვს.

დასაქმებულები:

სოციალური საწარმოს ერთ-ერთი პრიორიტეტი სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირების დასაქმებაა. საწარმოში დაახლოებით ათი მუშაკია დასაქმებული, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (აუტისტი, ეტლით მოსარგებლე, მსუბუქი მენტალური შეზღუდვის მქონე) და პენსიონერები.

სამუშაო განრიგი და ანაზღაურება დამოკიდებულია გაყიდვების მოცულობაზე.

სოციალური შედეგი:

  • საწარმოში დასაქმებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და პენსიონერებიდასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება მზარდია. თუკი საწარმოს საქმიანობის პირველ წელს საშუალო ხელფასი თვეში 100-150 ლარი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი დაახლოებით 500 ლარია;
  • წარმოებული პროდუქცია მეგობრულია გარემოსთან და არ ანაგვიანებს მასწარმოებული პროდუქცია უსაფრთხოა ბავშვებისთვის, არ აზიანებს მათ ჯანმრთელობას

ბიზნეს შედეგი:

  • საწარმომ მოახერხა რამდენიმე ტენდერის მოგება, მათ შორის კეთილმოაწყო ბორჯომის პარკი და  მთაწმინდის პარკი.
  • საწარმოს შემოსავლები წლიდან წლამდე მზარდია, და დაახლოებით 10%-ით მატულობს;
  • საწარმო ახერხებს დაფაროს ყველა ხარჯი და გავიდეს მოგებაზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია  

ალეკო პოლოლიკაშვილი 

599 64 00 20    

E-mail: alleko@km.ru   

მისამართი: თბილისი, ვაზისუბანი, ვარკეთილის მე-4 მკრ. მე-3 რიგი

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი