სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საწარმო Auto Life

ავტო სერვის ცენტრი „ავტოლაიფი“:

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოვრების შანსისა“ და ორი გერმანელი ინვესტორის - გერჰარდ გლურერისა და მათიას ჰედინგერის დაფინანსებით 2011 წელს დაფუძნდა სოციალური საწარმო „ავტო ლაიფი“.

საწარმოს მიზანი:

საწარმოს მიზანია სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისათვის (იძულებით გადაადგილებული პირები; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები; ბავშვთა სახლის აღსაზრდელები) პროფესიული განათლების მიცემა, მათი გადამზადება და დასაქმება.

საქმიანობის აღწერა:

ავტო სერვის ცენტრი „Auto life”მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილების შეკეთების ფართო სერვისს, რომელიც მოიცავს ძრავის შეკეთებას, სავალი ნაწილის შეკეთებას, ღებვას, პოლირებას, პლასტმასის აღდგენას, ელექტროობას და დიაგნოსტიკას, ავტომობილის გაზზე გადაყვანას, ზეთების შეცვლას, ასევე თუნუქის აღდგენა-გამოსწორებას.

ხაზგასასმელია, რომ სერვის ცენტრი ემსახურება ყველა სახის ავტომობილს.

საწარმო სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე დანადგარებით. საწარმოში დასაქმებულები არიან პროფესიონალი კადრები, რომლებიც ახალგაზრდა მუშაკებს ეხმარებიან დახელოვნებაში და თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიასთან ერთად ხარიხსიანად ემსახურებიან მომხმარებლებს.

საწარმო კვირაში 6 სამუშაო დღის განმავლობაში ემსახურება მომხმარებლებს,  თუმცა, რიგ შემთხვევაში, ჭარბი მოთხოვნის გამო მუშაკები კვირაობითაც მუშაობენ.

 

სოციალური შედეგი:

- „ავტო ლაიფში“ სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ გადამზადდნენ, გაიარონ პროფესიული კურსები, დახელვდნენ საქმეში და შემდგომ თავიანთი პროფესიით დასაქმდნენ  (რიგ შემთხვევაში თავად საწარმოშიც);

- გადამზადებული ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებელი 60%-ს აჭარბებს;

- გადამზადებული და დასაქმებული ახალგაზრდების, ასევე საწარმოში დასაქმებული მუშაკების ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება.

 ბიზნეს შედეგი:

- 2011 წელს სოციალური საწარმოს ფინანსური მდგრადობის შესანარჩუნებლად აუცილებლობას წარმოადგენდა სხვადასხვა დონორის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები, თუმცა, 2014 წელს საწარმომ მოახერხა ნულოვან მოგებაზე გასვლა და ფარავს თავად ახერხებს ხარჯების დაფარვას;

- საწარმო ყოველწლიურად ვითარდება, აქვს ამონაგების ზრდის ტენდენცია, შესაბამისად გადამზადებული სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება;

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი არსენიძე- სოციალური საწარმოს დირექტორი

571 17 40 50; 2 35 65 95

E-mail:  autolife@lifechance.ge   

მისამართი: თბილისი, გუდაუთის ქ. 7

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი