სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ვინ ვართ

სოციალური მეწარმეობის ცენტრი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სტრუქტურული ერთეული. მისი მიზანია სოციალური მეწარმეობის ცნების დამკვიდრება და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა საქართველოში.

 

რას ვაკეთებთ

სოციალური მეწარმეობის ცენტრი ეწევა სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ცენტრი დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის მართავს ტრენინგებსა და კონსულტაციებს. დამწყები სოციალური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსებს, ხოლო გამარჯვებულ ორგანიზაციებს საქმიანობის პროცესში ორგანიზაციულ, ფინანსურ, მარკეტინგულ და საკანონმდებლო საკითხებზე უწევს პერიოდულ კონსულტაციებს. სოციალური მეწარმეობის ქართულ გარემოსთან უკეთ მოსარგებად ცენტრი მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, როგორც ადგილობრივ ისეცენტრალურ დონეზე.

 

ისტორია

2009 წელს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა დაიწყო ახალი მიმართულებით მუშაობა - საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნულ თემაზე ცენტრს გააჩნია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. ცენტრი დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის ატარებს ტრენინგებს და გასცემს კონსულტაციებს. ასევე ჩატარებული აქვს უცხოური გამოცდილების კვლევა. კვლევის მიგნებები გახდება საფუძველი რეკომენდაციებისა საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის სოციალური მეწარმეობის ქართულ რეალობასთან უკეთ მოსარგებად.

საქართველოში მოღვაწე აღნიშნული საკითხით დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის სოციალური მეწარმოების ცენტრი გახლავთ რესურს ცენტრი, სადაც სხვადასხვა დაინტესებული ორგანიზაციები და პირები ღებულობენ საკუთარი ორგანიზაციებისათვის საჭირო ინფორმაციას: თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ რჩევებს. ასევე მრავალ სიახლეს საკითხის ირგვლივ.

 

მისია

სოციალური მეწარმეობის ცენტრის მისია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში დადებით სოციალურ და გარემოსდაცვით ცვლილებებს.

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი