სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ისტორიული რაკურსი

სოციალური მეწარმეობის 2015 წლის ფორუმზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მონაწილე სოციალური მეწარმეების მიერ გამოითქვა სურვილი ალიანსის დაფუძნების შესახებ. აქედან გამომდინარე, 2016 წლის 8 ნოემბერს, საქართველოში სფეროს განვითარბაზე მომუშავე ორგანიზაციისა და სოციალური საწარმოების მიერ დაფუძნდა ა(ა)იპ „სოციალურ საწარმოთა ალიანსი“.

ალიანსის მისიის განაცხადი

ჩვენ გვჯერა, რომ სოციალური მეწარმეობა არის ეფექტური გზა რეალური სოციალური ცვლილებებისთვის საზოგადოების საკეთილდღეოდ. ალიანსის მისიაა საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების
ხელშემწყობი გარემოს შექმნა, რაც უზრუნველყოფს მოქმედი სოციალური საწარმოების მდგრადობას და ახალი სოციალური საწარმოების ინიცირებას. ალიანსი წარმოადგენს სოციალურ საწარმოთა ერთიან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს წევრების ერთობლივი ინტერესების დაცვას, საზოგადოებაში სექტორის ცნობადობის ზრდას, გამოცდილების გაზიარების და სექტორებს შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების განვითარებას.

სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიზნები

  • სოციალური მეწარმოების განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა (მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება და ლობირება);
  • სოციალურ საწარმოთა მდგრადობის და ინსტიტუცური გაძლიერების ხელშეწყობა (მათ შორის გაყიდვების და პროდუქციის განვითარების);
  • წევრ სოციალურ საწარმოთა წარდგენა მესამე პირებთან (მათ შორის სამინისტროებთან, კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან);
  • სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის ეფექტური დიალოგის ხელშეწყობა;
  • სოციალურ საწარმოებს შორის ურთიერთდახმარების ჰორიზონტალური სქემის განვითარება;
  • სოციალურ საწარმოებს შორის თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების ახალი მექანიზმების ამოქმედება;
  • უცხოეთში მოქმედ სოციალურ საწარმოებთან და მათ გაერთიანებებთან
  • კავშირების დამყარება და თანამშრომლობა;
  • საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება.

ალიანსის სტრუქტურა

ალიანსის წევრები იყოფიან სრულუფლებიან, ასოცირებულ და საპატიო წევრებად.

  • სრულუფლებიანი წევრი - ორგანიზაცია / საწარმო (იურიდიული პირი), რომელსაც აქვს სოციალური მეწარმეობის სფეროში პროექტების განხორციელების ან სოციალურ მიზნებზე ორიენტირებული ეკონომიკური საქმიანობის, მინიმუმ, ორწლიანი გამოცდილება;
  • ასოც ირებული წევრი - ორგანიზაცია / საწარმო (იურიდიული პირი), რომელსაც აქვს სოციალური მეწარმეობის სფეროში პროექტები განხორციელების ან სოციალურ მიზნებზე ორიენტირებული ეკონომიკური საქმიანობის, სულ მცირე 3 თვიანი გამოცდილება;
  • საპატიო წევრი - ნებისმიერი ორგანიზაცია / საწარმო (იურიდიული პირი), რომელიც თავისი საქმიანობით მხარს უჭერს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას.

ორგანიზაციის მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება.
ორგანიზაციის ხელმძღვანელ (მართვის) ორგანოს წარმოადგენს 7 წევრისაგან შემდგარი გამგეობა, რომლის შემადგენლობაც განახლდება 3 წელიწადში ერთხელ.

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი