სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალურ საწარმოთა ალიანსში თქვენი გაწევრიანების შემთხვევაში თქვენი სოციალური საწარმო ისარგებლებს შემდეგი შეთავაზებებით:

პოპულარიზაცია

  • ალიანსის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში განთავსდება და სისტემატიურად გავრცელდება ინფორმაცია წევრი სოციალური საწარმოების პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ;
  • ალიანსი ხელს შეუწყობს სატელევიზიო, რადიო გადაცემებისა და ბეჭდური
    მედია საშუალებების გამოყენებით წევრთა საქმიანობის გაშუქებას;

  • წევრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ალიანსის მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვებში და სხვადასხვა ღონისძიებებში.
    ინფორმაცია წინასწარ გავრცელდება ალიანსის ვებ-გვერდის, ფეისბუქის და ელ. ფოსტის მეშვეობით. ყოველწლიურ გამოფენა - გაყიდვებში მონაწილეობა შესაძლებელი იქნება გამოფენის თემატიკიდან გამომდინარე წინასწარი შერჩევის საფუძველზე;

  • ალიანსი ხელს შეუწყობს მისი წევრების მიერ განხორციელებული ღონისძიებების პოპულარიზაციას ვებგვერდის და სოციალური ქსელების საშუალებით, რისთვისაც წევრმა ალიანსს წინასწარ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია;
  • ალიანსის წევრებს საშუალება ექნებათ თავიანთ ვებ-გვერდებზე და სოციალურ ქსელებში განათავსონ სპეციალურად შექმნილი ალიანსის ლოგო, რომელიც იქნება დამატებითი ინდიკატორი დაინტერესებული პირებისთვის;

  • წევრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ალიანსის მიერ ორგანიზებულ საპოპულარიზაციო ღონისძიებებსა და კონკურსებში. ინფორმაცია წინასწარ გავრცელდება ვებ-გვერდის, ფეისბუქის და ელ-ფოსტის მეშვეობით.

განათლება და საკონსულტაციო მომსახურება

  • ალიანსის ორგანიზებით, წევრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს, სემინარებს და მასტერკლასებს, რომლებსაც ჩაატარებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
    ინფორმაცია წინასწარ გავრცელდება ვებ-გვერდის, ფეისბუქის და ელ. ფოსტის მეშვეობით;

  • ალიანსი კავშირებს დაამყარებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრებთან და ინტერესებული წევრების საინტერესო და მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვან სასწავლო კურსებში უფასოდ ან შეღავათიან ფასად ჩართვის მიზნით;

  • წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ სოციალური მეწარმეობის თემაზე ალიანსის ან პარტნიორი ორგნიზაციების მიერ ორგანიზებული სასწავლო ვიზიტების მონაწილეები;

  • წ ევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საკონსულტაციო მომსახურების მიღება ინდივიდუალური პროექტის განაცხადის წერისას. კომუნიკაციაში დახმარება შესაძლებელი იქნება წინასწარ შეთანხმებული გეგმით (დრო და სიხშირე);

  • წევრებს შესაძლებლობა ექნებათ საკონსულტაციო მომსახურება მიიღონ სოციალური საწარმოს რესურსების მობილიზების გეგმის და სტრატეგიების შემუშავებაში. საკონსულტაციო მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება წინასწარ შეთანხმებული გეგმით (დრო და სიხშირე);

  • ალიანსი დაეხმარება წევრებს პოტენციური დონორების მოძიებაში.

ადვოკატირება და კვლევითი საქმიანობა

  • ალიანსი პერიოდულად ჩაატარებს სოციალური მეწარმეობის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზს და შეიმუშავებს სამომავლო განვითარების სტრატეგიას. კვლევის შედეგად გამოვლენილი სტატისტიკა და შედეგები გამოყენებული იქნება სახელმწიფო სტრუქტურებთან სოციალური მეწარმეების ინტერესების ადვოკატირებისთვის;

  • სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ალიანსის მიერ განხორციელდება შესაბამისი ნორმატიული აქტების ლობირება სახელისუფლებო უწყებებთან;

სექტორებს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა

  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებთან ურთიერთობის დასამყარებლად ალიანსი საკუთარ წევრებს დაეხმარება კონტაქტების მოძიებასა და კომუნიკაციის დამყარებაში;

  • ყოველწლიურად, ალიანსი ორგანიზებას გაუწევს სოციალურ მეწარმეთა ფორუმ ს , რომელიც იქნება კიდევ ერთი პლატფორმა სოციალურ საწარმოებს შორის თანამშრომლობის და ინფორმაციის გაზიარებისთვის და აგრეთვე დაეხმარება მათ დაამყარონ კავშირები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან.ინფორმაცია წინასწარ გავრცელდება ალიანსის ვებ-გვერდის, ფეისბუქის და ელ-ფოსტის მეშვეობით;

  • წევრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ როგორც ალიანსის, აგრეთვე პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებს. ინფორმაცია წინასწარ გავრცელდება ალიანსის ვებ-გვერდის, ფეისბუქის და ელ-ფოსტის მეშვეობით;

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი