სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

წევრობის კატეგორიები და მათი უფლებები

ორგანიზაციის წევრობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს. ორგანიზაციის წევრები იყოფიან:

  • სრულუფლებიან;
  • ასოცირებულ;
  • საპატიო წევრებად.

სრულუფლებიანი წევრი

სრულუფლებიანი წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ორგანიზაცია / საწარმო (ურიდიული პირი), რომელსაც აქვს სოციალური მეწარმეობის სფეროში პროექტების განხორციელების სოციალურ მიზნებზე ორიენტირებული ეკონომიკური საქმიანობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;

სრულუფლებიან წევრს უფლება აქვს:

  • აირჩიოს ან არჩეულ იყოს ალიანსის მმართველ ორგანოებში;
  • წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს წევრთა საერთო კრებაში გადამწყვეტი ხმის უფლებით და გამგეობის სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით;

  • მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;

  • მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ღონის ძიებებში, მათ შორის, ადვოკატირების კამპანიებში, კონფერენციებში, სემინარებში, ტრენინგებში, გამოფენებსა და ფორუმებში;

    ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში,
    ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და

  • ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

  • მიიღოს სრულუფლებიანი წევრისათვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მომსახურებები და შეღავათები, რომელთა ზუსტი აღწერილობა და შინაარსი მტკიცდება გამგეობის მიერ.

ასოცირებული წევრი

ასოცირებული წევრი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ორგანიზაცია / საწარმო (იურიდიული პირი), რომელსაც აქვს სოციალური მეწარმეობის სფეროში პროექტების განხორციელების ან სოციალურ მიზნებზე ორიენტირებული ეკონომიკური საქმიანობის, სულ მცირე 3 თვიანი გამოცდილება.

ასოცირებულ წევრს უფლება აქვს:

  • წარმომადგენელის მეშვეობით მონაწილეობდეს ორგანიზაციის საერთო კრების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით;
  • შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის პროგრამულ საქმიანობაში;
  • გამოითხოვოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის, სტრატეგიული მიმართულებებისა და წარმოებული პროგრამების/პროექტების შესახებ;

  • ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

  • მიიღოს ასოცირებული წევრისათვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მომსახურებები და შეღავათები, რომელთა ზუსტი აღწერილობა და შინაარსი მტკიცდება გამგეობის მიერ.

საპატიო წევრი

საპატიო წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ორგანიზაცია/საწარმო (იურიდიული პირი), რომელიც თავისი საქმიანობით მხარს უჭერს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას.

საპატიო წევრს უფლება აქვს:

  • გამგეობის გადაწყვეტილებით, წარმოადგინოს ორგანიზაცია სახელმწიფო დაწესებულებების, კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. მათ შორის, ორგანიზაციის
    სახელით გააკეთოს განცხადებები კონფერენციებზე, ადვოკატირების კამპანიებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების მიმდინარეობისას;

  • გამოითხოვოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის, სტრატეგიული მიმართულებებისა და წარმოებული პროგრამების/პროექტების შესახებ;

  • მიიღოს მონაწილეობა ორგანიზაციის მიერ წარმოებულ კამპანიებსა და სხვა ღონისძიებებში.

წევრობის ტიპის ცვლილება, კერძოდ ასოცირებული წევრის სრულუფლებიან წევრად გარდაქმნა შესაძლებელია მაშინ, როცა საწარმო/ორგანიზაცია მიაღწევს სოციალური მეწარმეობის სფეროში მოღვაწეობის
მინიმუმ ორწლიან პერიოდს. წევრის მოთხოვნის საფუძველზე წევრობის კატეგორიის ცვლილების შესახებ განაცხადს გააკეთბს და გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა.

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი