სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

როგორ გავწევრიანდეთ ალიანსში?

  • ალიანსში გაწევრიანების მსურველმა იურიდიულმა პირებმა უნდა შეავსონ სპეციალური ანკეტა (ფორმა იხილეთ აქ) ან ელექტრონული განაცხადი (ფორმა იხილეთ აქ);
  • ალიანსის წევრობის მსურველი იურიდიული პირებისთვის ანკეტას ან ელექტრონულ განაცხადს ავსებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან უფლებამოსილი პირი. პირის უფლებამოსილების დადასტურება ხდება
    წერილობითი მინდობილობის საფუძველზე;

  • წევრად მიღების საკითხს გამგეობა წყვეტს განაცხადის შემოსვლიდან ერთი თვის ვადაში და აცნობებს განმცხადებელს, რის შემდეგაც განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს საწევრო გადასახადი;

  • წევრობის გააქტიურება მოხდება საწევრო გადასახადის გადახდის მომენტიდან.

ალიანსის საწევრო გადასახადის გადახდის მეთოდები

  • წლიური საწევრო გადასახადი სრულუფლებიანი წევრებისთვის (იურიდიული პირები) შეადგენს - 240 ლარს;
  • წლიური საწევრო გადასახადი ასოცირებული წევრებისთვის (იურიდიული პირები) შეადგენს - 120 ლარს;

ალიანსის საწევრო გადასახადის გადახდა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ ან ერთიანად წლის დასაწყისში. წლის ათვლა დაიწყება პირველი საწევრო გადასახადის გადახდის მომენტიდან. გადახდა შესაძლებელ იქნება ალიანსის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით:

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:
სს „საქართველოს ბანკი“, საბანკო კოდი: BAGAGE22
მიმღები: სოციალურ საწარმოთა ალიანსი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE23BG0000000766555700

 

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი