სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ფორუმის შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG); ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (KEDEC); არბარითერ სამარიტერ ბუნდის (ASB) ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ – იმართება "სოციალური მეწარმეობის ფორუმი".

ფორუმი 2012 წლიდან ტარდება და ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.

ფორუმის მიზანია სოციალურ მეწარმეებსა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის კავშირურთიერთობების გაღრმავება, ცნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ზოგადად, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.

"სოციალური მეწარმეობის ფორუმის" ფარგლებში ცხადდებიან გამარჯვებულები ორ ნომინაციაში:

  1. წლის სოციალური საწარმო
  2. წლის Start Up სოციალური საწარმო.

ფორუმის ძირითადი თემებია გასული წლების პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება და სოციალურ საწარმოთა ალიანსის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება აუდიტორიისთვის.

ვის შეუძლია მონაწილეობა ფორუმში და ნომინაციების კონკურსში?

ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახლადდაარსებულ და უკვე მოქმედ სოციალურ საწარმოებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი, ბიზნეს და სამთავრობო სექტორების წარმომადგენლებს.

ნომინაციაში "წლის სოციალური საწარმო" მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც წარმატებული და უწყვეტი მუშაობის მინიმუმ 2 წლიან გამოცდილებას ფლობენ.

ნომინაციაში "წლის Start Up სოციალური საწარმო" მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც მუშაობის მაქსიმუმ 18 თვიან გამოცდილებას ფლობენ.

ვის შეუძლია საწარმოს ნომინირება?

  • სოციალური საწარმოს მენეჯმენტის (მმართველი ორგანოს) წარმომადგენელს;
  • სოციალურ საწარმოში დასაქმებულ პირს;
  • სოციალური საწარმოს მეგობარ პირს მენეჯმენტთან შეთანხმებით.

როგორ მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა?

  1. 1-ელ ეტაპზე, ნომინაციაში გამარჯვების მსურველმა სოციალურმა საწარმოებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია;
  2. შემოსული განაცხადებიდან ჟიური აფასებს თითოეულ მათგანს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და არჩევს3 სოციალურ საწარმოს;
  3. შერჩეული აპლიკანტები აკეთებენ პრეზენტაციებს ფორუმის მიმდინარეობისას. გამარჯვებულებს გამოავლენენ ფორუმის მონაწილეები დახურული კენჭისყრის მეშვეობით.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აწესებს სპეციალურ პრიზებს ორივე ნომინაციაში გამარჯვებული სოციალური საწარმოებისათვის.

2017 წლის ფორუმი

2017 წლის სოციალური მეწარმეობის ფორუმზე დარეგისტრირება გაგრძელდება 2017 წლის 2 დეკემბრის 18:00 საათამდე.
ნომინაციებზე განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2017-ის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ფინანსური მხარდამჭერები

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი (European Union) და პური მსოფლიოსთვის (Bread For the World).

კონტაქტი

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ მეილზე:
social.enterprise.ge@gmail.com
ან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე:
(032) 2399019; 593587868

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი