სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

 

ღონისძიების აღწერა

  • B2B გამოფენის შესახებ

პირველად საქართველოში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ორგანიზებით და სოციალურ საწარმოთა ალიანსთან პარტნიორობით, 3 ნოემბერს, თბილისში სოციალური საწარმოების B2B გამოფენა  გაიმართება.

ღონისძიების მიზანია სოციალურ საწარმოებსა და წამყვან ბიზნეს კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება, ცნების პოპულარიზაცია და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია და მომსახურება ბიზნეს კომპანიებისთვის. ფორმატიდან გამომდინარე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მათი ინტერესების შესაბამისად, შესაძლებლობა ექნებათ მოლაპარაკება აწარმოონ თითეულ სოციალურ საწარმოსთან სამომავლო თანამშრომლობაზე.

  • ღონისძიების განრიგი და პროგრამა

ღონისძიება გაიმართება 3 ნოემბერს, 14:00-18:30 საათებში მისამართზე დავით აღმაშენებლის გამზირი #73 გარდენ ჰოლი, თბილისი, საქართველო.

  • 14:00 _ გამოფენის გახსნა;
  • 14:00-16:30 _ B2B შეხვედრები - შეხვედრები სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს  კომპანიებს შორის;
  • 16:30-17:00 _ ღონისძიების ოფიციალური გახსნა, მისალმება;
  • 17:00-17:20 _ მუსიკალური გაფორმება - პარაორკესტრი;
  • 17:30 _ სოციალური საწარმოების პროდუქციის გათამაშება;
  • 18:30 _ გამოფენის დახურვა.
  • მონაწილე სოციალური საწარმოები

მოწვეულ კომპანიებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა გაეცნონ მოწინავე ქართულ სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციას ერთ სივრცეში. რომელთა შორისაა კორპორატიული სასაჩუქრე სუვენირები, უსაფრთხო სათამაშოები, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, მისალოცი ბარათები, საბავშვო ავეჯი და სათამაშო მოედნები, ხელით დაწნული კალათები,  თაფლი, სუნელები, ნატურალური წვენები, ღვინო და სხვა საინტერესო შეთავაზებები;

გაეცნონ მომსახურებებს, როგორებიცაა მაკულატურის გადამუშავება, კემპინგების ორგანიზება, მუსიკალური თერაპია, ღონისძიებების მომსახურება მუსიკალური ნომრებით და სხვა. 

მონაწილე სოციალური საწარმოების და მათ პროდუქციას/სერვისს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მხარდამჭერები და სპონსორები

  • ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები

 

  • ღონისძიების მხარდამჭერი

 

 

  • ღონისძიების ოქროს სპონსორები


  • ღონისძიების მთავარი პარტნიორი

  • ღონისძიების ვერცხლის სპონსორი

  • ღონისძიების პარტნიორები

   

  • როგორ გავხდე ღონისძიების მხარდამჭერი

სპონსორი

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესისთვის გამოფენა იქნება უნიკალური შეიტანონ თავიანთ წვლილი სოციალური საწარმოების განვითარებაში და შეიძინონ საინტერესო და საჭირო პარტნიორები, და დანერგონ ორგანიზაციაშა ახალი პრაქტიკა, რომელიც მისცემს საშუალებას მათი საქმიანობისთვის საჭირო მიმდინარე შესყიდვებით გააძლიერონ თავიანთ პოზიტიურ გავლენა საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაში.

ღონისძიების პარტნიორი

1. მხარს უჭერს ღონისძიებას საკუთარი სერვისით და რესურსით, მაგალითად:

  • უზრუნველყოფს ღონისძიების ვიდეო გადაღებას და შემაჯამებელი ვიდეო კლიპის დამზადებას;
  • უზრუნველყოფს ღონისძიების ფოტო გადაღებას;
  • უზრუნველყოფს გამოფენას საჭირო საგამოფენო ინვენტარით;

2. აწესებს პრიზებს სოციალურ საწარმოთა პროდუქციის გათამაშებისთვის:

  • გათამაშებისთვის შესაძლო პრიზების დაწესება შესაძლებელია კატალოგიდან, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

ეკა დათუაშვილი

სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის კოორდინატორი - საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი.

edatuashvili@csrdg.ge

სალომე ხუციშვილი

აღმასრულებელი დირექტორი - სოციალურ საწარმოთა ალიანსი.

 

salome@csrdg.ge

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი