სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი

10-11 თებერვალს დასრულდა ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი სოციალურ მეწარმოებაში.
 
ბრიტანეთის საბჭომ მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან (EYP), სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI) თანამშრომლობით  ჩაატარა სოციალური საწარმოს დაგეგმვის 6 დღიანი ტრენინგ კურსი სამი ეტაპად.
 
ტრენინგის პირველი 2 დღიანი ეტაპი ჩატარდა გასული წლის ნოემბერში, მომდევნო ეტაპი მიმდინარე წლის იანვარში, ხოლო დასკვნითი ნაწილი 10-11 თებერვალს. ტრეინინგის 35-მა მონაწილემ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, გამოხატა მზად ყოფნა ესწავლა ამ ახალი კონცეფციის შესახებ და გაეგოთ უფრო მეტი იმ ინსტრუმენტების შესახებ, რაც საჭიროა სოციალური საწარმოს განვითარებისთვის.
 
ტრენინგს უძღვებოდა ბრიტანელი ექსპერტი ბატონი ფრეერ სფრიქლი. მან პარტნიორი ორგანიზაციების ტრენერებთან ერთად თავისი გამოცდილება  გაუზიარა მონაწილეებს და ისაუბრა სოციალური საწარმოს უპირატესობების შესახებ ისეთ ქვეყნებისათვის, როგორიცაა საქართველო. ამით ზუსტად გამოეხმაურა მონაწილეთა მიერ ტრენინგის დასაწყისში გამოთქმულ მოლოდინს: “საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ახალი ტექნოლოგიების, ხედვის და ინიციატივის გამოჩენის  შესწავლა”.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი