სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ტრენინგი სოციალურ მეწარმეობაში

საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი და ”პარტნიორები – საქართველო” აცხადებენ ტრენინგ-პროგრამას საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.
 
ტრენინგები ტარდება ფონდის ”ღია საზოგადოება – საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით ”საზოგადოებრივი  ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარების” პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური და ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა ამ ორგანიზაციების წევრების ცოდნის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების განვითარების გზით.
 
ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს როგორც თბილისის, ისე რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება რეგიონულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს.
 
ტრენინგ-პროგრამის ერთ-ერთი ტრენინგია სოციალურ მეწარმეობაში.
 
ტრენინგში მონაწილეობის მსურველი პირი უნდა წარადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა
 
ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს მცირე გრანტების პროგრამაში, რომელიც ხელს შეუწყობს მიღებული თეორიული ცოდნისა და უნარჩვევების პრაქტიკაში დანერგვას.
 
ტრენინგ-პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთვევაში, გთხოვთ შეავსოთ თანდრთული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნოთ მითითებულ ორივე მისამართზე:  apply@csrdg.ge და tsereteli@osgf.ge.
 
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.
 
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 20 თებერვალი
 
გთხოვთ წერილის თემაში მიუთითოთ: OSGF Training Program
 
შერჩეულ მონაწილეებს ელექტრონული ფორმით მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია ტრენინგების ჩატარდების ადგილის შესახებ. ტრენინგები ჩატარდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი