სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური მეწარმეობის კანონპროექტის კონცეფციის განხილვა

სოციალური მეწარმეობის კანონპროექტის კონცეფციის განხილვატერმინი ″სოციალური მეწარმეობა″ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილისთვის იყო ცნობილი, ბოლო პერიოდში კი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ტერმინს ხშირად გადააწყდებით სხვადასხვა სამთავრობო უწყებების თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიზნებსა და პროგრამულ პრიორიტეტებში. იმატა სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად გაცემული გრანტების რაოდენობამაც. 

სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ხშირად ხდება ტერმინის განსხვავებულად აღქმა და ინტერპრეტაცია. ამას ხელს უწყობს ის ფაქტიც რომ არ არსებობს საკანონმდებლო განმარტება. განსხვავებული ინტერპრეტაციების თავიდან არიდების მიზნით და დაფინანსების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის გასაზრდელად ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა სოციალური მეწარმეობის კანონპროექტის კონცეფცია, რომლის ავტორიც გახლავთ ″ცენტრი″-ს ექსპერტ-იურისტი, ლევან ალაფიშვილი.

სოციალური მეწარმეობის სამუშაო ჯგუფისთვის კანონპროექტის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა 2014 წლის 30 ივნისს, სასტუმროში Courtyard Marriott. სამუშაო ჯგუფი შედგება სხვადასხვა სამინისტროების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და თბილისის მთავრობის წარმომადგენლისგან. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია კანონპროექტის კონცეფციის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით.

კანონპროექტის კონცეფციისთვის საბოლოო სახის მიცემამდე შეხვედრები გაიმართება სოციალურ მეწარმეებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.

იხილეთ ფოტოგალერეა

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი