სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური მეწარმეობის კანონპროექტის კონცეფციის განხილვა სოციალურ მეწარმეებთან ერთად

2009  წელს  საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა დაიწყო საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობა. ამ წლების განმავლობაში, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტებით დაფუძნდა არაერთი სოციალური საწარმო. შედეგად, დღეისასთვის საქართველოში უკვე მნიშვნელოვანი ოდენობის სოციალური საწარმოები ფუნქციონირებენ.

სოციალური მეწარმეობის მიმართ გაზრდილ ინტერესს გამოხატავენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიც, რაზეც მეტყველებს მათ პროგრამულ პრიორიტეტებში  ამ ტერმინის გაჩენა.

დაინტერესებულ მხარეთა რაოდენობის ზრდამ  და საკანონმდებლო განმარტების არ ქონამ გამოიწვია ტერმინის განსხვავებული ინტერპრეტაციები. განსხვავებული ინტერპრეტაციების თავიდან არიდების მიზნით და დაფინანსების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის გასაზრდელად ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა სოციალური მეწარმეობის კანონპროექტის კონცეფცია, რომლის ავტორიც გახლავთ ″ცენტრი″-ს ექსპერტ-იურისტი, ლევან ალაფიშვილი.

30 ივნისს კანონპროექტის კონცეფციის პრეზენტაცია მოეწყო სხვადასხვა სამინისტროების და თბილისის მთავრობის წარმომადგენლებისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფისთვის.

14 – 15 ივლისს სოციალური მეწარმეობის კანონპროექტის კონცეფციის პრეზენტაცია მოეწყო საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების წარმომადგენლებითვის.პრეზენტაციის დასრულების შემდეგ  სოციალურ მეწარმეებთან ერთად გაიმართა დისკუსია. თითოეულმა მათგანმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება კანონპროექტის კონცეფციასთან დაკავშირებით.

ორივე მხარის, როგორც სამინისტროების, აგრეთვე სოციალური მეწარმეების მოსაზრებების გათვალისწინებით კანონპროექტის კონცეფციაში ავტორი შეიტანს გარკვეული ცვლილებებს. საბოლოო სახის მიცემის შემდეგ კი დაიწყება ლობირების კამპანია.           

ღონისძიებას მასპინძლობდა სოციალური საწარმო კაფე – გალერეა ″რეას ციყვები″.

იხილეთ ფოტოგალერეა

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი