სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სამუშაო შეხვედრა სოციალურ მეწარმეებთან

სამუშაო შეხვედრა სოციალურ მეწარმეებთან2014 წლის 23 ივლისს, ქ. რუსთავის სკაუტურ ცენტრში, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ორგანიზებით გაიმართა ფონდის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი სოციალური საწარმოების და სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტების წარმომადგენელთა პრეზენტაციები. შეხვედრა გახსნა ფონდის დირექტორის ირაკლი ჟორჟოლიანის და მისი მოადგილის მურმან პატარაიას პრეზენტაციებმა, ხოლო შემდეგი მომხსენებლები იყვნენ საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, არასამთავრობო ორგანიზაცია OIKOS TBILISI–ს და რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის წარმომადგენლები.

პრეზენტაციების დროს სოციალური საწარმოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს განხორციელებულ საქმიანობებზე, საწარმოში არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებზე რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ და წარმატებაზე რომელსაც მიაღწიეს. აგრეთვე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ თითოეულ მათგანს უკვე  შემუშავებული  აქვს სამომავლო სტრატეგია.სამუშაო შეხვედრა სოციალურ მეწარმეებთან

სოციალური მეწარმეობა 2013 წლიდან გახდა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პროგრამული პრიორიტეტი და მას შემდეგ ფონდი პერიოდულად აცხადებს სხვადასხვა კონკურსებს, სადაც სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველებს შეუძლიათ შეიტანონ საპროექტო განაცხადები და შერჩევის შემთხვევაში მიიღონ საგრანტო დაფინანსება.

სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლებისთვის ერთმანეთის საქმიანობის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და  სამომავლო თანამშრომლობის დამყარება.

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი