სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

კონკურსი "ფინანსური მხარდაჭერა სოციალური საწარმოებისთვის"

"საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი" იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში "ფინანსური მხარდაჭერა სოციალური საწარმოებისთვის".

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების შექმნას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს რომლებსაც გააჩნიათ სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილება, ან აქვთ ნათელი წარმოდგენა და შესაძლებლობა ორგანიზაციაში განავითარონ შემოსავლის მომტანი საქმიანობები.

კონკურსი "ფინანსური მხარდაჭერა სოციალური საწარმოებისთვისღიაა მთელი წლის განმავლობაში, რაც ზრდის სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად საჭირო საწყის კაპიტალზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა ყოველ წელს გასაცემი საგრანტო ფონდი ლიმიტირებულია, ამიტომ თუ გაქვთ კარგი იდეა ნუღარ გადადებთ, წარმოადგინეთ თქვენი საპროექტო განაცხადი და გახდით წარმატებული სოციალური მეწარმე.

თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. 

პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: apply@csrdg.ge, ან ნაბეჭდი სახით საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ოფისში.

ყოველი თვის 25 რიცხვამდე  წარმოდგენილ საპროექტო განაცხადების ავტორებს პასუხი ეცნობებათ მომდევნო თვის 20  რიცხვამდე. 

სააპლიკაციო ფორმის ჩამოსატვირთად  და დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი

მისამართი: ქ. თბილისი, დელისის 1  შესახვევი 5 ა

ტელ: (+995 32) 2399019/18

e-mail: apply@csrdg.ge

საკონტაქტო პირი: სალომე ხუციშვილი

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი