სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „სოციალური მეწარმეობა განვითარებად ქვეყნებში“

5 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 დღიანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „სოციალური მეწარმეობა განვითარებად ქვეყნებში“ დასრულდა.

პროექტი ითვალისწინებდა უახლესი ევროპული აკადემიური მიღწევების, პოზიტიური გამოცდილებისსაერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაზიარებითა და განვითარებადი ქვეყნების თავისებურებების გათვალისწინებით, ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებას, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ტრანსფორმაციას, მდგრად ინოვაციურ იდეებზე დაფუძნებულ სოციალურ მეწარმეობაზე. ასევე, საქართველოს სამეწარმეო გარემოსა და სოციალური მეწარმეების პრობლემების გამოვლენასა და ანალიზს.

პროექტი მოიცავდა ლექციებს, ვორქშოპებსა და ქეისებზე მუშაობას. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა 18 ქვეყნის 35 წარმომადგენელი. გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ საჯარო ლექციებს და მიეღოთ ცოდნა სოციალური მეწარმეობის სფეროში.

საზაფხულო სკოლის განმავლობაში ლექციები წაიკითხეს პიზის უნივერსიტეტის (იტალია), სტოკჰოლმის სოციალური მეწარმეობის საზაფხულო სკოლაეკონომიკის უნივერსიტეტის (შვედეთი), პრაღის უნივერსიტეტის (ჩეხეთი),სანტ გალენის ეკონომიკის გარემოს დაცვის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ლექტორებმა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (საქართველო) ექსპერტმა.

პროექტის მხარდამჭერი იყო: ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის დახურვის ცერემონიალზე, პროექტში მონაწილე პროფესორების გარდა,საერთაშორისო საზაფხულო სკოლა აუდიტორიას სიტყვით მიმართა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა ირაკლი ჟორჟოლიანმა და პროექტის მონაწილეთა მუშაობა
დადებითად შეაფასა. ასევე გამოთქვა სურვილი მომავალში მსგავსი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელების.

პროექტი განხორციელდა საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია მდგრადი ეკონომიკა და მენეჯმენტისთვის oikos Tbilisi ფარგლებში.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი