სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

კონკურსის “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2013″ ფინალი


სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად ფინალი2014 წლის 20 მარტს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა კონკურსის “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2013″ უნივერსიტეტთაშორისი ფინალი. ღონისძიება გახსნა საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის” PR კოორდინატორმა ნანა ქარსელაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას მოკლედ მოუთხრო კონკურსის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ.

 

ღონისძიების პირველ ნაწილში შიდასაუნივერსიტეტო კონკურსში გამარჯვებულმა გუნდებმა წარმოადგინეს სამი თვის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგები. თითოეული პრეზენტაციის დამთავრების შემდეგ ჟიურის წევრებსა და მონაწილე გუნდებს შორის იმართებოდა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს შიდასაუნივერსიტეტო კონკურსში მეორე ადგილზე გასულმა გუნდებმაც, შეგახსენებთ, რომ მათი დავალება იყო, შეერჩიათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მათთან თანამშრომლობით შეემუშავებინათ ბიზნეს გეგმა და საპროექტო წინადადება. მეორეადგილოსანმა გუნდებმა თავიანთი ნამუშევრები პრეზენტაციების სახით წარადგინეს.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ გამოცხადდა 45 წუთიანი შესვენება, ამ დროის განმავლობაში ჟიურიმ შეაფასა მიღწეული შედეგები და გამოავლინა გამარჯვებული გუნდები.

კონკურსის მსვლელობისას გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც:

1. გრანპრის მფლობელი გახდა გუნდი  ”Brain Power”;კონკურსის ფინალი

2. ნომინაციაში “საუკეთესო ბიზნეს გეგმა” გაიმარჯვა  ”Soccreative”;

3. ნომინაციაში “საუკეთესო ივენთ-მენეჯმენი”გადაეცა გუნდს “Better Day”;

4. ნომინაციაში “ყველაზე გუნდურები” გამარჯვებული გახდა გუნდი “Hit For Brains”.

კონკურსის მხარდამჭერი იყო კომპანია ჯეოსელი, რომელმაც ყველა მონაწილე სტუდენტს გადასცა საჩუქრები. დასკვნით ღონისძიებას ასევე ჰყავდა სხვა მხარდამჭერები: თბილისის მერია, tbsc consulting, ალიანს ჯგუფ ჰოლდინგი და ვისოლი, რომლებმაც დააწესეს პრიზები სტაჟირებების სახით.

როგორც ცნობილია, პროექტს აქვს ყოველწლიური ხასიათი, შესაბამისად მიმდინარე წლის ბოლოს წარმატებული უნივერსიტეტების გამორჩეული სტუდენტებს ისევ მიეცემათ შესაძლებლობა ჩაერთონ კონკურსში, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და წვლილი შეიტანონ საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებაში.

იხილეთ ფოტოგალერეა

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი