სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2014“ იწყება

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევენ თბილისში მოქმედ დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებს კონკურსში – „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2014“ მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის მიზანს წამოადგენს ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში. ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რაც მთლიანობაში ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

კონკურსი უკვე მესამე წელია იმართება. 2012 – 2013 წლებში კონკურსში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა უმაღლესმა სასწავლებლებმა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი,  კავკასიის უნივერსიტეტი, ქართული უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი.

კონკურსში მონაწილეობას იღებს თბილისის ნებისმიერი 4 უმაღლესი სასწავლებელი, რომელის ბაზაზეც არსებობს ბიზნესის მართვის ფაკულტეტი.უმაღლესი სასწავლებლების შერჩევა მოხდება მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტებმა უნდა წარმოადგინონ დაინტერესების წერილი მისამართზე:  se@epfound.ge 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე:

კონკურსის შესახებ

საკონკურსო განაცხადი უმაღლესი სასწავლებლებისთვის

დაწვრილებითი ინფორმაცია წინა წლების  კონკურსების მიმდინარეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სპეციალურ ვებ-გვერდზე: www.gosocialenterprise.ge

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი