სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

დაფინანსების მიღების შესაძლებლობა სოციალური მეწარმეობის დაწყებით დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF) საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით იწვევს სოციალური მეწარმეობის დაწყებით დაინტერესებულ, თბილისში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში - "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2014". დაინტერესებული ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ კონკურსის ვებ-გვერდზე www.gosocialenterprise.geარაუგვიანეს მიმდინარე წლის 14 ნოემბრის 17:00 საათისა.

რეგისტრაციის გავლისა და სტუდენტური გუნდის მიერ პარტნიორად შერჩევის შემთხვევაში, საზოგადოებრივ ორგანიზაციას ეძლევა შანსი მიიღოს გრანტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისაგან და სურვილის შემთხვევაში, დამატებითი დაფინანსება შეღავათიანი სესხის სახით თბილისის მერიის ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი. 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
  • მისამართი: ქ. თბილისი, 0179, კავსაძის ქ.#3
  • ტელ/ფაქსი: (995 32) 225-39-42/43.
  • საკონტაქტო პირები: პროგრამის უფროსი მენეჯერი ვიქტორ ბარამია (vbaramia@epfound.ge) და პროგრამის კოორდინატორი ნინო სუთიძე (nsutidze@epfound.ge)  
  • ვებ-გვერდი: www.epfound.ge
  • კონკურსის ვებ-გვერდი: www.gosocialenterprise.ge
  • Facebook: gosocialenterprise

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი