სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური მეწარმეები თბილისობაზე

სოციალური მეწარმეების თბილისობა 2014„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა“ და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ორგანიზებით  25-26 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულზე, რიყეზე, პირველად გაიმართა ქართული სოციალური საწარმოების გამოფენა-გაყიდვა.

თბილისობაში მონაწილეობდა 15 სოციალური  საწარმო, რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა ტიპის ნაწარმი: თექა, ქვილთი, მინანქარი, ნატურალური წვენი, სვანური მარილი, DVD პროდუქცია, ხის სათამაშოები, ხელნაკეთი მისალოცი ბარათები და სხვა.

ქ. თბილისის მერიის მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ეკა ბურდილაძის განმარტებით მიზანი, რასაც სოციალური საწარმოების გამოფენა-გაყიდვა ემსახურებოდა პირველ რიგში იყო სოციალური საწარმოების იდეის და ტერმინის პოპულარიზაცია და ამ კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მცდელობა. დემონსტრირება იმისა, რომ სხვადასხვა სოციალური მდგომარეობისა და სტატუსის მქონე პირების მიერ დამზადებული პროდუქტი არის ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორის ეკა დათუაშვილის თქმით, თბილისობის დღესასწაულზე მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა სოციალური საწარმოებისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. გარდა გაყიდვების კარგი მაჩვენებლისა, ზოგიერთმა მათგანმა ბიზნეს შეთავაზებაც მიიღო. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ სოციალური საწარმოების მონაწილეობამ გამოფენა-გაყიდვაში თავის მიზანს მიაღწია, მოხდა მათი პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ზრდა.

თბილისობის დღესასწაულზე მიუხედავად ნალექისა და სიცივისა ქართველებთან ერთად ბევრი უცხოელი ვიზიტორიც მონაწილეობდა. სოციალურ საწარმოებს ბევრი ცნობილი პირიც ესტუმრა, მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია. ორივე მათგანი გაესაუბრა სოციალურ მეწარმეებს და შეიძინა მათი პროდუქცია. სოციალური მეწარმეები ჟურნალისტების განსაკუთრებულ ინტერესსაც იმსახურებდნენ.

სოციალური მეწარმეები კმაყოფილები იყვნენ ღონისძიებაში მონაწილეობით. სოციალური საწარმოს „ერთად“ თანამშრომლის მიხეილ დოქაძის თქმით, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ნაწარმის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ხალხი ღონისძიებაზე გაეცნო სვანურ მარილ „ზესხოს“ და ძალიან მოეწონათ, გაყიდვებმაც იმატა- აღნიშნავს დოქაძე.

იხილეთ ფოტოგალერეა

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი