სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ტრენინგი "თვითმმართველობა და სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მექანიზმები"

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თანამშრომლებმა 2014 წლის 12 ნოემბერს, ბოლნისის თვითმმართველობის წევრებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე" თვითმმართველობა და სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მექანიზმები". ტრენინგის მიზანი იყო მონაწილე თვითმმართველობის წევრებისთვის სოციალური მეწარმეობის არის უკეთ გაცნობა და პრაქტიკული მხარდაჭერის მექანიზმებზე მსჯელობა.

ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

  • სოციალურიმეწარმეობა -  კონცეფციის განმარტება;
  • სოციალური საწარმოს როლები  - საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება;
  • სოციალური საწარმოების ქართული და საერთაშორისო მაგალითები;
  • თვითმმართველობის საკანონმდებლო საფუძვლები;
  • სოციალური საწარმოების მხარდაჭერის შესაძლო მექანიზმები.

მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტრენინგის თითოეული საკითხის განხილვისას და საკუთარ შეფასებებს აკეთებდნენ. 

ტრენინგი ჩატარდა "არბაითერ სამარიტერ ბუნდი"-ს ორგანიზებით, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მუშაობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით. 

იხილეთ ფოტოგალერეა.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი