სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

გლობალური მეწარმეობის კვირეული

2014 წლის 21 ნოემბერს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა სოციალური მეწარმეობის  სესიას  უმასპინძლა, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაციის  მიერ ორგანიზებულ გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საუბარი შეეხო ზოგადად სოციალური მეწარმეობის კონცეფციას, საქართველოში არსებულ ტენდენციებს,  წარმატებულ მაგალითებს. აღინიშნა საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის კუთხით მიმდინარე მუშაობა. საკუთარი გამოცდილება შეკრებილებს გააცნეს ASB საქართველოს პროგრამის მენეჯერმა და სოციალური საწარმოს Life Chance-ის გენერალურმა მდივანმა გიორგი არსენიძემ, WeHelp-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ბორის კიკნაძემ და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის მენეჯერმა ვიქტორ ბარამიამ. გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაციასთან მესამე წელია წარმატებულად თანამშრომლობს.

იხილეთ ფოტოგალერეა.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი