სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის სოციალურ მეწარმეობაში

2014 წლიდან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა დაიწყო შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი კადრების დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე მეორე წელია ორგანიზაციას აქვს ღია საგრანტო კონკურსი.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში –ბიზნეს გეგმის შემუშავება სოციალური საწარმოებისთვის, რომელიც ჩატარდება ქ. თბილისში, 2015 წლის 31 მარტიდან 3 აპრილის  ჩათვლით.

ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ:

  1. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს;
  2. ორგანიზაციას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, აქვს სოციალური მეწარმეობის პრაქტიკა ან მისი განვითარების შესაძლებლობა და სურვილი;
  3. მონაწილეებს, რომლებსაც შეუძლიათ სრულად დაესწრონ ტრენინგს 4 დღის განმავლობაში (31მარტი -3 აპრილი).

ტრენინგის შედეგად მონაწილეები:

  • მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას სოციალური მეწარმეობის შესახებ.
  • შეისწავლიან სოციალური საწარმოს დაგეგმვის სპეციფიკას, სირთულეებს, რომელსაც აწყდებიან ორგანიზაციები სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს შორის ბალანსის მისაღწევად.
  • გაეცნობიან სოციალური შედეგების დაგეგმვის და შეფასების ტექნიკებს.

ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა  შერჩევის  მთავარი კრიტერიუმია ორგანიზაციაში სოციალური მეწარმეობის კუთხით არსებული გამოცდილება და/ან პოტენციალი.

ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს  ადგილის და დროის დასაზუსტებლად.

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა არაუგვიანეს ა.წ. 20 მარტის, 18:00 საათისა უნდა წარმოადგინონ:

1. სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1,5 გვერდი), სადაც მოკლედ აღწერთ:

  • აქვს თუ არა ორგანიზაციას სოციალური მეწარმეობის გამოცდილება;
  • აპირებს თუ არა მომავალში მსგავსი პრაქტიკის გაფართოებას / დანერგვას;
  • კონკრეტულად, რას ელით დაგეგმილი ტრენინგიდან.

2. სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა

 

საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია:

  1. ელექტრონული სახით: apply@csrdg.ge ან
  2. ნაბეჭდი სახით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში, მისამართზე: თბილისი, დელისის I შესახვევი, 5ა, ტელ.: (+995 32) 2399019/18.

საკონტაქტო პირი: სალომე ხუციშვილი

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი