სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

კონკურსი ”ინდივიდუალური კონსულტაციები სოციალური საწარმოებისთვის

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" იწვევს სოციალურ საწარმოებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში"ინდივიდუალური კონსულტაციები  სოციალური  საწარმოებისთვის".

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" არის საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. 2009 წლიდან ორგანიზაციამ დაიწყო საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის პროექტი. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საქართველოში სოციალური მეწარმეობის, როგორც სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ეფექტიანი გზის, განვითარების ხელშეწყობა.  ინიციატივა ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის - "პური მსოფლიოსთვის" (Bread For The World) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ ორგანიზაციებს,  რომლებსაც სურთ სოციალური მეწარმეობის დაწყება ან უკვე ეწევიან სოციალურ მეწარმეობას, ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ საკონსულტაციო მომსახურება განვთარების ნაბიჯების სწორად დაგეგმვისთვის.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს ვიწვევთ მონაწილეობის მისაღებად შესარჩევ კონკურსში.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია: მოქმედ და დამწყებ სოციალურ საწარმოებს ჩაუტარდეთ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული კონსულტაციები სოციალური საწარმოს დაფუძნების, მართვის, სოციალური შედეგების დაგეგმვის და შეფასების მეთოდების,  მარკეტინგულ, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე. ცენტრის ექსპერტებისა და სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველი ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ შემუშავდება ბიზნეს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს მომავალ წარმატებას. მოქმედი სოციალური საწარმოების შემთხვევაში, ერთობლივად გაანალიზებული არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების საფუძველზე შემუშავდება საწარმოს შემდგომ განვითარებაზე მიმართული ღონისძიებები.

დაინტერესებულ სოციალურ მეწარმეებს საქართველოს სტრატეგიული კვევებისა და განვითარების ცენტრის კონსულტანტები, თანამონაწილეობითი დაგეგმვის მეთოდების გამოყენებით, დაეხმარებიან საწარმოს საქმიანობის დაგეგმვასა და ბიზნეს გეგმის შემუშავებაში.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ სამეწარმეო საქმიანობის დაწყება ან უკვე ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას.

კონკურსში მონაწილეთა განაცხადების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დასაქმებაზე ორიენტირებულ სოციალურ საწარმოებს.

კონკურსის პირობები

კონკურსის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურებისთვის შერჩეული იქნება 3 ორგანიზაცია.

1. კონკურსანტების შერჩევისას, სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის უპირატესობა მიენიჭებათ ორგანიზაციებს, რომელთა განაცხადშიც:

  • ნათლად იქნება ჩამოყალიბებული ორგანიზაციის მიერ სოციალური საწარმოს დაფუძნებაზე მიღებული  გადაწყვეტილების მიზეზები;
  • მკაფიოდ იქნება აღწერილი საწარმოს სოციალური სარგებელი და შედეგი რომლის მიღებასაც გეგმავს ორგანიზაცია;
  • დასაბუთებული იქნება ორგანიზაციის მზაობა სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად.

2. კონკურსანტების შერჩევისას, მოქმედი სოციალური საწარმოს შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ ორგანიზაციებს, რომელთა განაცხადშიც:

  • ნათლად იქნება წარმოჩენილი ის სოციალური სარგებელი და შედეგი რომლის მიღწევაც შეძლო სოციალურმა საწარმომ;
  • ნათლად იქნება განსაზღვრული საწარმოს საქმიანობაში არსებული გამოწვევები;
  • ორგანიზაციის პოტენციალი გააუმჯობესოს და განავითაროს საწარმო;
  • განსაზღვრული იქნება საკითხები, რაზეც ორგანიზაციას სურს მიიღოს საკონსულტაციო მომსახურება

განაცხადებს შეაფასებს და გამარჯვებულ ორგანიზაციებს გამოავლენს დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია ბიზნესისა და მარკეტინგის ექსპერტებით.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ სააპლიკაციო ფორმა, თანდართული ფორმის შესაბამისად.

სააპლიკაციო ფორმა სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველი ორგანიზაციებისთვის.

სააპლიკაციო ფორმა მოქმედი სოციალური საწარმოს მქონე ორგანიზაციებისთვის.

განაცხადების წარდგენის პროცედურა:

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: apply@csrdg.ge ან ნაბეჭდი სახით სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში.

განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა

201წლის 11 მაისი, 16:00 სთ.

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!

განაცხადი უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად. განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი განაცხადები და არასრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმები არ განიხილება.

საკონტაქტოინფორმაცია:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა, ტელ: (+995 32) 2399019/18

e-mail: apply@csrdg.ge

საკონტაქტო პირი: სალომე ხუციშვილი.

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი