სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებული გამოფენა - გაყიდვა

4 აპრილს, კონკურსში „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“  მონაწილე კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა გამოფენა - გაყიდვა. აღნიშნულ გამოფენა - გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდული ორგანიზაცია  „დავითიანნი“-ს მიერ დაფუძნებულ სოციალურ საწარმოში „სათამაშოების სახლი“ დამზადებული ნიმუშები.

სტუდენტებმა ღონისძიებაზე მოიწვიეს წარამატებული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიები და მათი წარმომადგენლები მცირე და დიდი ბიზნესის შესაძლო დაკავშირების მიზნით.

დამსწრე საზოდაგოებას მიეცა საშუალება უფრო მეტი გაეგოთ სოციალური საწარმოს პროდუქციის, მისი საქმიანობის და იქ დასაქმებული პირების შესახებ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ დაინტერესებულმა მხარეებმა სტუდენტების ხელშეწყობით გაიცნეს ერთმანეთი და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რომლებიც დიდ მიზანს, საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას ემსახურება.

იხილეთ ფოტოგალერეა.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი