სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური მეწარმეობის სესია EBRD - ის ყოველწლიურ შეხვედრაზე

სოციალური მეწარმეობის სესია ebrd ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელსაც 13-14 მაისს საქართველომ უმასპინძლა, სპეციალური სესია დაეთმო სოციალური მეწარმეობის საკითხებს. 14 მაისს სესიაზე „კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის სოციალური საწარმოების ხელშეწყობა და დაფინანსება“ გამომსვლელები იყვნენ: შარლოტა რუჟე, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის დირექტორი - EBRD ; დარიო ვინსი, მრჩეველი სოციალური ბიზნესის საკითხებში - Mozaik Foundation; ვიქტორ ბარამია, პროგრამის მენეჯერი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი; და ნინო მასურაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე, საცალო და მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის მომსახურება - თიბისი ბანკი.

სესიაზე დისკუსია შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • როგორ შეიძლება სოციალურმა მეწარმეებმა გაითვალისწინონ მცირე და საშუალო ბიზნესის გამოცდილება ფინანსების ხელმისაწვდომობის, ახალი ბაზრის ათვისების, ინოცავიების დანერგვის საკითხებში;
  • შეიძლება თუ არა სოციალური მეწარმეობა განიხილებოდეს, როგორც საზოგადოებრივ ორგანიზაციათა დაფინანსების ალტერნატიული წყარო დონორებზე დამოკიდებულების შესამცირებლად;
  • შესაძლებელია თუ არა ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტების შემუშავება კრედიტებზე შესაძლო მოთხოვნის პასუხად.

დისკუსია EBRD-ის 2015 წლის შეხვედრის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ფარგლებში იყო დაგეგმილი.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი