სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ბიზნეს გეგმის შემუშავების ტრენინგები იძულებით გადაადგილებული პირებისა და სასაზღვრო ზოლის მოსახლეობისთვის

საერთაშორისო ორგანიზაციის „არბაითერ სამარიტერ ბუნდი“ (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი" (CHCA) ერთობლივი პროექტის „სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში"  ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში 2015 წლის ბოლოსთვის 7 ახალი სოციალური საწარმო დაფუძნდება. მოსახლეობის ინფორმირებისთვის ჩატარდა შეხვედრები, სადაც ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის არსი და მიზანი.

საინფორმაციო შეხვედრების შედეგად შეირჩა 144 მონაწილე, რომლებსაც საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ტრენერების მიერ ჩატარებულ 1 დღიან სემინარებს თემაზე „შესავალი კურსი სოციალურ მეწარმეობაში“.

ერთდღიანი სემინარების მსვლელობისას მონაწილეებს დაურიგდათ განაცხადის კონცეფციის ფორმა და მიეცათ გარკვეული დრო სააპლიკაციო ფორმის წარდგენამდე.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგად შერჩეული მონაწილეებისთვის საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ტრენერების  მიერ ჩატარდა ბიზნეს გეგმის შემუშავების 4 დღიანი ტრენინგები.

სოციალური საწარმოებისთვის ბიზნეს გეგმის შემუშავების ტრენინგებს სულ 45 მონაწილე დაესწრო. ტრენინგები მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის მიეცა საკმარისი ცოდნა და უნარები კონკურსის მეორე ეტაპზე მოთხოვნილი პროექტის სრული განაცხადის ფორმის შესავსებად.

ტრენინგზე განსახილველი თემები შემუშავდა კონკურსის თემატიკიდან გამომდინარე და მოიცავდა სოციალურ, ფინანსურ და მარკეტინგულ საკითხებს. 

იხილეთ ფოტოგალერეა.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი