სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

„საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“

eu flag2015 წლის 1 მარტიდან საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდმა (ASB-Georgia), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) საქართველოში და უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრთან (UCIPR) უკრაინაში დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება- „საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების მონაწილეობას სოციალური სერვისების პოლიტიკის საკითხებზე დიალოგში საქართველოსა და უკრაინაში.  პროექტი განხორციელდება სამი წლის განმავლობაში.

პროექტის საგრანტო კომპონენტის ფარგლებში მოხდება 37 სოციალური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის დაფინანსება: 17 საქართველოში და 20 უკრაინაში. ამის გარდა პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ბენფიციარი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება, რაც გამოიხატება მათთვის ტრენინგებისა და სხვა ექსპერტული მომსახურების დახმარებით. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარ ორგანიზაციებს ასევე საშუალება ექნებათ განახორციელონ საკუთარი საქმიანობის ლობირება და ადვოკატირების კამპანიები.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

asb logo               csrdg logo                  ucipr logo                  

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი