სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საწარმოების საერთაშორისო კონკურსი 2015

saertashoriso konkursiმიმდინარე წლის აპრილში დასრულდა სოციალური საწარმოების საერთაშორისო კონკურსი 2015.

პროექტის მონაწილე გუნდებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ პროფესიონალური რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს.

კონკურსი ჩატარდა სამ ეტაპად, თითოეულ ეტაპზე მეწარმეებმა წარადგინეს თავიანთი ბიზნესის სოციალური, ფინანსური და ეკოლოგიური ღირებულებები. თითოეულ ეტაპზე, მუშაობის პროცესში მონაწილე გუნდებს მოეთხოვებოდათ წარსული გამოცდილების გამოყენება. გამარჯვებული გუნდის შედეგები შეფასდა ბიზნეს პოტენციალის (33%), სოციალური გავლენის პოტენციალისა (33%) და წარმატების შესაძლებლობის (33%) მიხედვით.

პროექტის დასასრულს გამოვლინდა რამდენიმე გამარჯვებული, მათ შორის:

  • პირველ ადგილის მფლობელი გახდა სოციალური საწარმო „Drinkwell”. კომპანია გასცემს მცირე ფრანჩიზებს იმ სოფლების მოსახლეობისათვის, სადაც წყალი განსაკუთრებით დაბინძურებულია და საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ფრანჩიზი გარდა ბრენდის სახელის გამოყენებისა, გულისხმობს კომპანიის მიერ პოტენციური მეწარმისათვის წყლის ქიმიურად გამწმენდი აპარატებისა და მოწყობილობების გადაცემას. ამის შემდგომ, ადგილობრივი მცხოვრები იწყებს წყლის გაწმენდის, მისი მინერალებით გაჯერებისა და რეალიზაციის პროცესს. შედეგად საქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და იქმნება უსაფრთხო წყალი, რომელიც სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

სოციალური საწარმომ “Drinkwell”, 200 მეწარმეს გადასცა ფრანჩიზი, რითაც 200 მილიონ ადამიანს მისცა შესაძლებლობა ისარგებლოს სუფთა წყლით. კომპანიამ საპრიზო ადგილის დაკავებისათვის პროექტის ფარგლებში მიიღო $25,000. იხილეთ “Drinkwell”-ის ვებ-გვერდი : http://drinkwellsystems.com

  • მეორე ადგილი მოიპოვა სოციალურმა საწარმომ „Re-materials”, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან აწარმოებს სახურავებს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის. სახურავები კარგი თბოიზოლატორებია, ანუ გარეთ არსებული ტემპერატურა ვერ ახდენს ძლიერ გავლენას ოთახში არსებულ ტემპერატურაზე. დაზიანების შემთხვევაში ძალიან მარტივია სახურავის შეკეთება. საწარმო ფუნქციონირებს ინდოეთში და უახლოეს მომავალში პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

საპრიზო ადგილის დაკავებისათვის სოციალურმა საწარმომ პროექტის ფარგლებში მიიღო $15,000.

იხილეთ „Re-materials” - ის ვებ-გვერდი: http://re-materials.com/

  • მესამე ადგილის მფლობელი გახდა სოციალური საწარმო „LAKHENI”, რომელიც დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობას საშუალებას აძლევს პირველადი მოხმარების პროდუქტი შეიძინოს გადამყიდველების მიერ დამატებული ფასის გარეშე. კერძოდ, სამხრეთ აფრიკაში, ქალაქების მიმდებარედ, ბიდონვილის მსგავს დასახლებებში ცხოვრობს 16 მილიონი ადამიანი. მათ საცხოვრებლებთან ახლოს არ გააჩნიათ ისეთი ტიპის სავაჭრო ობიექტები, სადაც შეძლებენ პირველადი  მოხმარების პროდუქტების შეძენას, შესაბამისად ისინი იძულებულები არიან პერიოდულად ქალაქში იყიდონ პროდუქცია. LAKHENI ქმნის მობილურ აპლიკაციას, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ფენის მოსახლეობას გადამყიდველებისგან დამოუკიდებლად, მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ შეისყიდონ საქონელი, ხოლო ის ნამატი, რომელიც უნდა გადაეხადათ სავაჭრო ობიექტისათვის, ხმარდება ადგილობრივ დასახლებებში არსებულ ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფას.

საპრიზო ადგილის დაკაებისათვის სოციალურმა საწარმომ მოიპოვა $7,500.

პროექტი ტარდება ყოველწლიურად და მისი ჩატარება 2016 წელსაც იგეგმება. ქართულ სოციალურ საწარმოებს, გამარჯვებული გუნდების საქმიანობისა და ინტერესების გათვალისწინებით, შეუძლიათ ჩაერთონ პროექტში და მოიპოვონ წარმატება.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს:

http://gsvc.org/compete/overview/

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი