სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

საგრანტო კონკურსი: "ფინანსური მხარდაჭერა დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოებისთვის"

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში "ფინანსური მხარდაჭერა დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოებისთვის". ინიციატივა ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის - "პური მსოფლიოსთვის" (Bread For The World) ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის მიზანი

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების შექმნას/გაფართოებას.

კონკურსში მონაწილეობის უფლება

საქართველოში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს რომლებსაც გააჩნიათ სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილება, ან აქვთ ნათელი წარმოდგენა და შესაძლებლობა ორგანიზაციაში განავითარონ შემოსავლის მომტანი საქმიანობები.

კონკურსის ფინანსური საკითხები

თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 12,000 ლარს. პროექტის დაფინანსების აუცილებელი პირობაა არანაკლებ 10% - იანი ფულადი თანადაფინანსების უზრუნველყოფა.   

განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა: 2015 წლის 26 ივნისი, 16:00 სთ

საპროექტო  განაცხადების  წარმოდგენა  შესაძლებელია როგორც  ელექტრონულად,  ელ-ფოსტის საშუალებით, ისე ნაბეჭდი სახით.

  • ელექტრონული  ფორმით  საპროექტო  განაცხადის   წარმოდგენა   შესაძლებელია   მისამართზე:  apply@csrdg.ge
  • ნაბეჭდი სახით შემდეგ მისამართებზე: საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა, ტელ: (+995 32) 2399019/18

სამუშაო საათები: 10:00- 18:00

სატელეფონო კონსულტაციის დღე: ორშაბათი 15:00 -18:00 საათი

საკონტაქტო პირი: სალომე ხუციშვილი

განიხილება მხოლოდ სრულად, თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად წარმოდგენილი პროექტები. განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი პროექტები არ განიხილება. ჩამოტვირთეთ სააპლიკაციო ფორმა აქ.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი