სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ტრენინგი "ბიზნეს გეგმის შემუშავება სოციალური საწარმოებისთვის"

2015 წლის 10 - დან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თანამშრომლების მიერ ჩატარდა ტრენინგი "ბიზნეს გეგმის შემუშავება სოციალური საწარმოებისთვის". ტრენინგს ესწრებოდა კონკურსის წესით შერჩეული 18 სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებიც მიზნად ისახავენ სოციალური მეწარმეობის წამოწყებას ან უკვე არსებული სოციალური საწარმოს გაძლიერებას. 

3 დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ  ცოდნა როგორც სოციალურ, აგრეთვე ფინანსურ საკითხებზე. ტრენინგის დღის განრიგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • სოციალური საწარმოს არსი;
  • განსხვავება სოციალურ საწარმოსა და ჩვეულებრივ ბიზნესს შორის;
  • სოციალური საწარმოს როლები საზოგადოებაში;
  • სოციალური საწარმოს განვითარების ნაბიჯები;
  • სოციალური საწარმოს დაფუძნების მიზანშეწონილობის ანალიზი;
  • სოციალური სარგებლის შექმნა და შედეგების შეფასების აუცილებლობა;
  • ფინანსური საკითხები;
  • საგადასახადო საკითხები.

მონაწილეების შეფასებით ტრენინგზე შეძენილი ცოდნა დაეხმარება მათ წარმატებული სოციალური საწარმოს დაფუძნებაში/გაძლიერებაში.

იხილეთ ფოტოგალერეა.

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი