სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ინდივიდუალური კონსულტაციები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრებისაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ფარგლებში მოქმედი სოციალური მეწარმეობის ცენტრის ეგიდით 2015 წელს მოქმედ სოციალურ საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც სოციალური საწარმოების დაფუძნებას გეგმავენ, საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში „ინდივიდუალური კონსულტაციები სოციალური საწარმოებისთვის“.

პროექტის ფარგლებში შემოსულ განაცხადებს შორის შეირჩა ორი მოქმედი სოციალური საწარმო და ოთხი საზოგადოებრივი ორგანიზაცია:

  1. ააიპ საზოგადოება „ბილიკი“
  2. საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი
  3. სოციალური საწარმო „არტ-კოდა“
  4. ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველო“
  5. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
  6. ასოციაცია „ქალი, ბავშვი და სოციუმი“

საკონსულტაციო პროცესი უკვე დაიწყო. პირველ ეტაპზე შეხვედრები მიზნად ისახავდა ორგანიზაციების პროფილისა და სპეციფიკის გაცნობას, მათი საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენას.

პროექტის შემდეგი ეტაპი კი უშუალოდ თითოეულ ორგანიზაციაზე მორგებული საკონსულტაციო პროცესია, რომელიც მოიცავს  მარკეტინგულ, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე კონსულტირებას. არსებული საჭიროებებისა და განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით მუშავდება ბიზნეს გეგმა, რომელიც სოციალური საწარმოს განვითარების მიმართულებაა.

ინიციატივა ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის“ (Bread For The World) ფინანსური მხარდაჭერით. 

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი