სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

Social Leader Forum 2015

 

კრეატიული განვითარების ცენტრი იწვევს საჯარო, არასამთავრობო და სოციალური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან სოციალური ლიდერობის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.
სოციალური ლიდერობის ფორუმი უკვე რამდენიმე წელია ტარდება, ამჟამად ფოკუსირდება ისეთი თემები, როგორებიცაა დასაქმების ხელშეწყობა, "ტვინების გადინება" და ახალგაზრდული სამუშაო ძალის დენადობა.

პროექტი წარმოადგენს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის პლატფორმას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: სოციალური ინოვაციები, სექტორებს შორის თანამშრომლობა დასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით და სოციალური მეწარმეობა.

ფორუმზე დიდი ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ასევე სოციალური ბიზნესის - სოციალური მეწარმეობის როლს.

მოსალოდნელი შედეგები:

- მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ახალგაზრდების დასაქმების სხვადასხვაგვარ მიდგომებთან დაკავშირებით, თუ როგორ პასუხობს ამ გამოწვევას სხვადასხვა სექტორი;

- მონაწილეები მოისმენენ ინოვაციურ იდეებს, გაცვლიან პროფესიულ გამოცდილებას  და გაიღრმავებენ ცოდნას მოწვეული სპიკერებისა და სასწავლო ვიზიტების საშუალებით.

- მონაწილეები შეიმუშავებენ ერთიან მიდგომას, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები.

პროექტი დაფინანსებულია Erasmus+ ის მიერ, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მუშაკებს, ლიდერებს, პროექტის მენეჯერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგნლებს.

პროექტში მონაწილეობა უფასოა, ყველა ხარჯი, მგზავრობისა და საცხოვრებლის ჩათვლით, იფარება პროექტის მიერ.

პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართება 17-22 ოქტომბერს თურქეთში, სტამბულში.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს:

https://www.salto-youth.net/tools/european-training-calendar/training/social-leader-forum-2015.5143/

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი