სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

კრეატიული კაფე გაიხსნა

15 სექტემბერს საქართველოში კიდევ ერთი სოციალური კაფე გაიხსნა.

კრეატიული კაფე, ეს არის სივრცე თვითგამოხატვის, თვიდასაქმებისა და თვითგანვითარებისთვის. ეს არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს, და არა მხოლო მათ, საშუალება ექნებათ დრო გაატარონ კრეატიულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოში. კაფეში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ლიტერატურა.

"კრეატიულ კაფეში გექნებათ შესაძლებლობა სივრცე გამოიყენოთ სხვადასხვა კრეატიული, საინტერესო ღონისძიებებისთვის: დაგეგმოთ შეხვედრები, გამართოთ პრეზენტაციები, გამოფენები და ასევე ახალბედა ორგანიზაციებს ვთავაზობთ ისეთ სერვისებს, როგორიცაა ფასილიტაცია, ორგანიზაციებს დავეხმარებით გუნდის მშენებლობაში და ასევე იმაში, რომ გაიგონ როგორ შეიძლება საკუთარი იდეები აქციონ რეალობად და პროექტად" - აცხადებს კრეატიული განვითარების ცენტრის წარმომადგენელი თეო დალაქიშვილი.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქართული სოციალური საწარმოების პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ კრეატიულ კაფეში მუდმივად გექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ სოციალური საწარმო "სობისურის" ნატურალური ვაშის წვენი. ღონისძიებაზე სტუმრები ასევე გაეცნენ ინფორმაციას სოც საწარმო "იკორთას" შესახებ.

პროექტი დაფინანსებულია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ.

"ნებისმიერი პროგრესული იდეა იქნება წახალისებული. ასეთი სივრცეების შექმნა ითვალისწინებს ახალგაზრდების განსწავლულობას, ვინაიდან ახალგაზრდობა არის უნივერსალური რესურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უნდა ხმარდებოდეს" - აცხადებს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი.

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი