სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

გენერატორი 9.8 გაიხსნა.

19 სექტემბერს საქართველოში კიდევ ერთი სოციალური კაფე "გენერატორი 9.8" გაიხსნა.

ღონისძიებაზე დაიგეგმა "გაზიარების ფესტივალი", რომელიც მოიცავდა შემდეგ კამპანიებს:

  • 1010 გზა იყიდო ფულის გარეშე - გულისხმობდა წიგნის შესყიდვას არა მონეტარულ, არამედ სოციალურ ფასად.
  • დისკო სუპის ძირითადი მიზანი გახსნის ღონისძიებაზე ერთად, მუსიკის ფონზე წვნიანის მომზადება იყო
  • იოგას გაკვეთილი კი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას ისახავდა მიზნად.

გენერატორი 9.8" საერთო სამუშაო სივრცის (Co-working space) შექმნას ისახავს მიზნად. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს კაფეს ფართი აითვისოს თვითგანვითარებისთვის, ურთიერთობების გენერირებისა და ახალი იდეების განხორციელებისთვის.

"სოციალური საწარმოს იდეა გულისხმობს იმას, რომ ბარი არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი, არამედ კაფედან მიღებული შემოსავალი ხმარდება ისევ გენერატორის სოციალურ მისიას განვითარებისთვის" - აცხადებს სოციალური საწარმოს ერთ-ერთ დამფუძნებელი ნატო ქენქაძე.

ასევე, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს" წარმომადგენელი გიორგი კინწურაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ კიდევ ერთი კრეატიული და ინოვაციური სივრცის შექმნა საქართველოში მისასალმებელია. მან ასევე მომავალი თანამშრომლობის სურვილიც გამოხატა.

სოციალური საწარმო შეიქმნა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. "სოციალური მეწარმეობა ქმნის იმ პრეცენდენტებს, რომელიც რეალური საშუალებაა არა მარტო ახალგაზრდების დასაქმების თვალსაზრისით, არამედ, მას აქვს საგანმანათლებლებლო ფუნქციაც. პირველ რიგში მთავარია იდეა, გენერატორი 9.8 კი არის იდეა, რომელსაც ბევრი ახალგაზრდა შემოუერთდება." - აღნიშნავს ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი.

სოციალური კაფე "გენერატორი 9.8" მდებარეობს ათონელის 29 ნომერში.

 

 

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი