სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური ფორუმი

გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის "არბარითერ სამარიტერ ბუნდი (ASB)", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთის" ორგანიზებითა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით 25 ოქტომბერს, ქალაქ ბორჯომში ჩატარდა სოციალური ფორუმი.

სოციალური ფორუმის მიზანია მოწვეული სტუმრებისა და დამწრე საზოგადოებისთვის პროექტის -  "სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში" - გაცნობა, სოციალური მეწარმეობის როლისა და მნიშვნელობის განხილვა საზოგადოების განვითარების საქმეში. ფორუმზე მოხდა საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია და გაფორმდა მემორანდუმი ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

პროექტი გასულ წელს დაიწყო და მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ე.წ საზღვრისპირა გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალური საწარმოების დაფუძნების ხელშეწყობას და ზოგადად, სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას.

ამ ეტაპზე, "არბარითერ სამარიტერ ბუნდის (ASB)" ხელშეწყობით, უკვე შეიქმნა და ფუნქციონირებს საწარმოები სამეგრელოში, პანკისის ხეობასა და ქვემო ქართლში.

 

 

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი