სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ახალი შესაძლებლობა სოციალური მეწარმეებისთვის

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია "მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში სსიპ ფინანსთა  სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით ახორციელებს ტრენინგებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, მეწარმეებისა და მეწარმეობის დაწყების მსურველთათვის. პროექტი  ხორციელდება  ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით.  

ა) საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები და ფინანსების მართვა

სასწავლო მოდული მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები და ანგარიშგების არსი;
  • საგადასახადო ვალდებულებები; ფინანსური ანალიზის მომზადება;
  • ფინანსური პროგნოზირება;
  • ბიზნესის დაფინანსების წყაროები;
  • ბიზნესგეგმის არსებობის აუცილებლობა და მისი შემადგენელი კომპონენტები.

ბ) საგადასახადო კანონმდებლობა

სასწავლო მოდული მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • მეწარმე სუბიექტების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები და უფლებამოვალეობანი საქართველოში;
  • მეწარმე სუბიექტის დაფუძნება, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია;
  • დაბეგვრის ობიექტები და პრინციპები, გადასახადის სახეობები და განაკვეთები;
  • საგადასახადო ანგარიშგება და დეკლარირება, საგადასახადო მოთხოვნა და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა;
  • სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები საქართველოში;
  • საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და შესაბამისი პასუხისმგებლობა;
  • საგადასახადო დავა და მისი წარმოების სპეციფიკა.

ტრენინგს ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს აკადემია. რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ რეჟიმში: http://mofacademy.ge/News/2421

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი