სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

საქართველოს "პრო-ბონო ქსელის" პრეზენტაცია!

2015 წლის 15 ოქტომბერს, სასტუმრო "ბეტსიში" გაიმართა საქართველოს პრო-ბონო ქსელის პრეზენტაცია.

პრო-ბონო ქსელი წარმოადგენს საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომლის მიზანია კერძო სექტორის ექსპერტიზის (გამოცდილების, ცოდნისა და შესაძლებლობების) ჩართვა საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებაში.

ქსელში გაერთიანებული კომპანიები შეთანხმდნენ:

  • შესაძებლობების ფარგლებში ხელმისაწვდომი გახადონ საკუთარი ექსპერტიზა და ინტელექტუალური რესურსები საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციებისათვის;
  • წაახალისონ საკუთარი თანამშრომლები ჩაერთონ ადგილობრივი თემის დასახმარებლად მიმართულ სოციალურ აქტივობებში;
  • ითანამშრომლონ ერთმანეთთან და სამოქალაქო სექტორთან საქართვეოში "პრო-ბონო" კონცეფციის ცნობადობის გაზრდისა და დადებითი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით.

პრო-ბონო სერვისები წარმოადგენს კორპორაციული პასუხისმგებლობის განხორციელების ერთ-ერთ ფორმას. ის გულისხმობს კომპანიის მიერ საზოგადოეის საჭიროებებში ინვესტირებას, თუმცა არა ფულადი სახსრებისა, არამედ საკუთარ თანამშრომელთა დროისა და ინტელექტუალური რესურსისა.

პრო-ბონო სერვისების მედიაციის ინიციატივას "საქართველოს პრო- ბონო ქსელთან" ერთად თანამშრომლობით ახორციელებს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)"

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი