სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი სოციალური მეწარმეობის ცენტრი
სოციალური მეწარმეობის ცენტრი

სოციალური საწარმოების საერთაშორისო კონკურსი 2016

სოციალური საწარმოების საერთაშორისო კონკურსი 2016

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალური მეწარმეობის ცნების დამკვიდრებასა და განვითარებას მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. იგი 1999 წლიდან ტარდება და საქმიანობის 15 წლიანი გამოცდილების პერიოდში 5000 ზე მეტ გუნდს მიეცა შესაძლებლობა თავიანთი იდეა გამოეტანა საერთაშორისო ასპარეზზე. პროექტს ჰყავს 13 პარტნიორი უნივერსიტეტი ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.

პროექტი ტარდება ყოველწლიურად, 2016 წლის კონკურსისთვის მზადება უკვე დაიყო, აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 4 დეკემბერი. ქართულ სოციალურ საწარმოებს, გამარჯვებული გუნდების საქმიანობისა და ინტერესების გათვალისწინებით, შეუძლიათ ჩაერთონ პროექტში და მოიპოვონ წარმატება.

პროექტის ფორმატი

თავდაპირეველად გაიმართება რეგიონული კონკურსი (თითო გუნდს შეუძლია მხოლოდ ერთ რეგიონულ კონკურსში მონაწილეობის მიღება). რეგიონული ჟიური პროექტის ორ ეტაპზე განიხილავს აპლიკაციებს, იმსჯელებს და გამოავლენს რეგიონიდან 2 საუკეთესო გუნდს. წარმატებული გუნდები ჩაერთვებიან პროექტის ფინალში, რომელიც გაიმართება 1-2 აპრილს ბანგკონკში (ტაილანდი).

კონკურსის პირობები

მოთხოვნები უკვე არსებული სოციალური საწარმოების მიმართ:

-  საწარმოები მიზნად უნდა ისახავდნენ ფინანსურ სტაბილურობას და მომგებიანობას;

- საწარმოები გათვლილი უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაზე, ეს იძლევა მათი ფინანსური და სოციალური შედეგების შეფასების საშუალებას;

-  საწარმოები თავიანთ სოციალურ თუ გარემოსდაცვით მიზნებს უნდა ახორციელებდნენ პრაქტიკულადაც;

- საწარმოებს უნდა ჰქონდეთ საქმიანობის 2 წელზე ნაკლები გამოცდილება 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ვადაში (უნდა იყვნენ ახალგაზრდა, დამწყები სოციალური საწარმოები);

-  საწარმოებს არ უნდა ჰქონდეთ მიღებული 250 000 დოლარზე მეტი რაოდენობის ფინანსური შემოსავლები გრანტის, სესხის, ინვესტორებისა თუ სხვა დაფინანსების წყაროებისგან.

- საწარმოების შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 500 000$-ს არსებობის პერიოდის განმავლობაში (31 დეკემბრის ჩათვლით).

მოთხოვნები გუნდების მიმართ, რომელთაც აქვთ სოციალური საწარმოს დაარსების იდეა:

- გუნდის წევრები უნდა იყვნენ სტუდენტები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ან მაქსიმუმ 2 წლის კურსდამთავრებულები (31 დეკემბრის ჩათვლით), ასევე, თითოეულ გუნდში წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ერთი კურსდამთავრებული;

- გუნდის განაცხადში ნათლად უნდა იყოს ასახული კურსდამთავრებულების როლი სოციალური საწარმოს საქმიანობისა და განვითარების საქმეში;

-  გუნდის წევრი კურსდამთავრებულები ვალდებულები იქნებიან გააკეთონ გუნდის საქმიანობის პრეზენტაცია და უპასუხონ ჟიურის მიერ დასმულ შეკითხვებს პროექტის საბოლოო 2 ეტაპზე;

-  გუნდებს ეძლევათ რეკომენდაცია ჯგუფის წევრებად იყოლიონ გამოცდილი მეწარმეები და პროფესიონალი ექსპერტები;

სხვა მოთხოვნები:

-  ერთი და იგივე გუნდს მაქსიმუმ ორჯერ შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება;

- გუნდები, რომლებიც არიან გასული წლების ფინალისტები, ხემეორედ ვერ მიიღებენ პროექტში მონაწილეობას;

-  პროექტთან დაკავშირებული ყველანაირი დოკუმენტაცია და საპრეზენტაციო მასალა მომზადებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;

-  პროექტში მონაწილეობის მსურველ გუნდებს გაანალიზებული უნდა ჰქონდეთ სოციალური საწარმოს პოტენციური შედეგები და მისი ფინანსური მდგრადობა.

დამატებითი ინფორმაცია

ეწვიეთ ბმულს: http://gsvc.org/compete/how-to-enter/

რეგიონის მიხედვით სარეგისტრაციო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.younoodle.com/competitions/global_social_venture_competition_2016

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: info@gsvc.org

სიახლეები

Levan Merkvilishvili

© 2014 საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი